უნდა ითქვას, თქვენი მოწონებული ფეხბურთი ვიხილეთ: 93-ე წამზე დე ბრუინმა თანამემამულე კურტუას კარი თავურით დალაშქრა და „ქალაქელები“ დააწინაურა (ტურნირზე "სიტის" ყველაზე სწრაფი გოლია). შემდეგ გაბრიელ ჟეზუსმა ალაბა ჩამოიცილა და ანგარიში გაზარდა. მის ანგარიშზე ბოლო 2 შეხვედრაში 5 გოლია. „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საწყის 11 წუთში პირველად გაუშვა 2 გოლი. მერე მომენტები მარეზმა და ფოდენმა ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გამოიყენა ბენზემამ, რომელმაც „სამეფო გუნდში“ მე-600 შეხვედრა ჩაატარა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სიტიმ“ აქტიურად შეუტია და ხელიდან გაშვებული კარგი შანსის შემდეგ ფოდენმა კურტუა დაამწუხრა, თუმცა მალე ჩინებული სოლო-რეიდით ვინისიუსმა ანგარიში ისევ მინიმუმამდე შეამცირა. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას გუნდმა ბურთი დაიჭირა, ტემპი დააგდო და ბერნარდო სილვამ კურტუა გაშეშებული დატოვა - 4:2. მე-80 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ლაპორტს მოხვდა, ბენზემამ პანენკათი პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან სეზონში კლუბში 41-ე გოლი გაიტანა, ლევანდოვსკის გადაასწრო და 14 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.
მანჩესტერი.“ეტიჰადი“. 52 217 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:3
გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 2:0 გაბრიელ ჟეზუსი (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 ვინისიუსი (55), 4:2 ბერნანდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (82, პენ)
ხო 93-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში და ეს ყველაზე სწრაფი გოლია :დ