მოდრიჩი მბაპეზე: კლუბი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ფეხბურთელი

AutoSharing Option
ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდამ, ლუკა მოდრიჩმა, მედიასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოებასა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტმა მას მბაპეს ჩაშლილ ტრანსფერთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.

"არ მსურს მბაპეს შესახებ საუბარი, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ გუნდი უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე. მადრიდის "რეალი" ყოველთვის გამორჩეულ კლუბად დარჩება".

გამოცდილმა ნახევარმცველმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

"იმედი მაქვს, გუნდთან კონტრაქტს რაც შეიძლება მალე მოვაწერ ხელს".

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და
"ლივერპულს" შორის 28 მაისს, 23:00 საათზე შედგება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მბაპე, რომ გადმოსულიყო სხვანაირად იჟღურტულებდით.
გოჩა
15:29 25-05-2022
9

სიახლეები პოპულარული