"ეს რომ რუსეთში მომხდარიყო..." - არშავინი ლიგის ფინალის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც იცით, ეს დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო შეხვედრა უეფამ პარიზში გადაიტანა, რაც არშავინის აზრით, უსამართლო გადაწყვეტილება იყო.

მისივე თქმით, მატჩის წინ არეულობა რუსეთში რომ მომხდარიყო, მაშინ რუსებს ძალიან გააკრიტიკებდნენ.

"არ მაინტერესებს, სად ჩატარდა ფინალი, რადგან ის სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო... ეს არეულობა ჩემს ქვეყანაში რომ მომხდარიყო?! - დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ძალიან გაგვაკრიტიკებდნენ", - ამბობს არშავინი.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "რეალის" დაპირისპირებაზე შესვლა უბილეთო
ფანებმა სცადეს, რამაც არეულობა და ბილეთის მქონე ადამიანების სტადიონს მიღმა დარჩენა გამოიწვია.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რით ვერ გაიგეს ამათ!
Русский военный корабль иди на х.й
13
მოქცეულიყავით კარგად და ჩატარდებოდა თქვენთანაც P რა გინდოდათ ფიფა-უეფაში ყველა მოსყიდული გყავდათ და გრიმიტობდით--მუნდიალის ჩატარება გაჩუქეს ლიგის ფინალი და მერე ალბათ მსოფლიოს ჩემპიონობასაც იყიდიდით როგორც ადრე უეფას 2 თასი იყიდეთ (ფიფა-უეფას ფულისტების ხელში ეგეც არ იქნებოდა მოულოდნელობა) და ერთი ხელის მოსმით დაკარგეთ კარგი ცხოვრება PP
zura222
16:07 01-06-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული