დიდი სკანდალი სტამბოლში - თურქებმა უკრაინელების გოლზე პუტინის სკანდირება დაიწყეს, ლუჩესკუ პრესკონფერენციაზე არ მივიდა, უეფა გამოძიებას იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში კიევის "დინამომ" გასვლაზე "ფენერბაჰჩეს" 2:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი მატჩის 57-ე წუთზე მოხდა, როდესაც უკრაინელები ვიტალი ბუიალსკიმ დააწინაურა.

აღნიშნულის შემდეგ თურქმა გულშემატკივრებმა ვლადიმერ პუტინის სკანდირება დაიწყეს, რითიც ალბათ უკრაინელ ფეხბურთელებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ.

"ლა-ლა-ლა, ვლადიმერ პუტინ!", - სკანდირებდნენ თურქი ქომაგები. 

თურქი ფანების ამ საქციელის გამო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.

უეფა აღნიშნული საკითხის გამოძიებას დაიწყებს. ისინი მომხდარს მიუღებლად მიიჩნევენ.

აქვე გეტყვით, რომ კიევის "დინამო" საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში
ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ფენერი უკვე დასჯილია დინამოს მხრიდან. რაც შეეხება სიმღერას ლა-ლა-ლაა პუტინ @უილო უფრო გამართულად სამღერია. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. სიკვდილი ოკუპანტებს.
G.LA
13:27 28-07-2022
26
მაგ სიმღერის შემდეგ,კიეველები მოკვდებოდნენ მოედანზე და მაინც გაიმარჯვებდნენ.ფენერბახჩეს აუცილებლად დასჯიან
სოსო
16:31 28-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული