პუტინის სახელის სკანდირებისთვის "ფენერბახჩე" დასაჯეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამომ" "ფენერბახჩეს" ბარიერი გადალახა (0:0, 2:1). სტამბულში საპასუხო მატჩისას თურქული კლუბის ფანები უკრაინელ ფეხბურთელთა გასაღიზიანებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელს სკანდირებდნენ.

"ფენერბახჩეს" პრეზიდენტმა ალი კოჩმა განაცხადა, რომ კლუბი გულშემატკივართა გამო ბოდიშს არ მოიხდის.

უეფამ კი "ფენერი" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და ევროთასების შემდეგი შეხვედრისას კლუბის სტადიონზე მაყურებელთა დასწრება შეზღუდული იქნება. თუ ორი წლის განმავლობაში რამე მსგავსი განმეორდება, კლუბი უფრო მკაცრად დაისჯება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესოა თურქები ბრალს დასდებენ UEFA-ს ქსენოფბიაში თუ მარტო ვიზების მოთხოვნის დაწესებაა რუსებზე ქსენოფობია? თუმცა UEFA ხომ საკუთარი მოსახლეობა არაა რომ დააშინო რამით ან დააკომპლეკსო.
G.LA
00:33 06-08-2022
9
ოუფ 50 000 ევროდ კი შეუფასებიათა- რავა შეშინებულები არიან პუტინის ხსენებაზე - ბიძია-ბაბუასი არიყოს აქედან მაინც ვერ წაშლითო ისეა დასავლეთის და დანარჩენი სამყაროს საქმე
ჰმ
01:49 06-08-2022
51

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული