აზაროვის და გუგეშაშვილის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა და გამარჯვებულები გაირკვა.

„ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფაში „მაკაბისთან“ 2:3 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 2:0-ს ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შეხვედრა 2:2 დასრულდა და ბელგრადელები ევროპა ლიგაზე გადაერთვებიან, სადაც მათ რიგებში ასპარეზობის უფლება უკვე ირაკლი აზაროვს ექნება.

„ბენფიკამ“ კიევის „დინამოს“ ლისაბონში 3:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 5:0 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

„ყარაბაღი“ ბაქოში „პლზენთან“ ნულოვან ფრეს დასჯერდა, ჩეხეთში 1:2 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. აზერბაიჯანული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო და
მე-19 წუთზე ეპიზოდის გაპროტესტების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არც ერთს ათამაშებენ და არც მეორეს ერთი ზამენაშია სულ არადა ძალიან კარგი მეკარეა ვიტყოდი საქართველოსთვის და აზაროვი საერთოდ განაცხადშიც არ ყავდათ არადა ორივე ნაკრების მოთამაშეა
mamuka
25 აგვისტო 2022 10:08
0
ყველა ნაღდი გულშემატკივარი იმ გუნდს უგულშემატკივრებს რომელშიც ჩვენებური ითამაშებს, რა შუაშია მაისურზე რა აწერია და აშ, ხვიჩა რუსეთში რომ თამაშობდა რუბინს არ ვგულშემატკივრობდით?
aleksandre
24 აგვისტო 2022 18:34
2
საერთოდ არ ვგულშემაკტივრობდი რუსა - ზვეზდას, თან აზაროვიც არ იყო. ისედაც უეკთესი გუნდია მაკაბი. აზაროვს სათამაშო პრაქტიკაც უფრო ექნება ევროპა ლიგაზეც.
dato
24 აგვისტო 2022 14:58
5
ზვეზდას მაისურის სპონსორს როდესაც შევხედე გული ამერია, ევროპა ლიგა ზედმეტია მაგათთვის.
random
24 აგვისტო 2022 13:33
4
სახლში დენი გათიშე რუსეთიდანაა.
ეჰჰ
24 აგვისტო 2022 15:22
9
აფსუს გასულიყო ცრვენა ზვეზდა
დასავლეთს უნდა ომი
24 აგვისტო 2022 08:31
6
აზაროვთან ბოდიში მარა ისე გამიხარდა ის ავტო გოლი 90ზე მეტი რო არ შეიძლება კლუბს რომელსაც მაისურზე და სტადიონის სახურავზე გაზპრომი აწერია ნამდვილად არ მინდოდა ლიგაზე ხილვა :) მესმის რო დასავლეთზე სერბები გაბრაზებულები არიან მაგრამ შენი მტრის მტერი მეგობრად არ უნდა დაიყენო და არ უნდა დახუჭო თვალი მართლა სისასტიკეზე
ნოდო
24 აგვისტო 2022 07:45
9
და რუსულ გაზზე ევროპა ? ეგ ?
goga
24 აგვისტო 2022 10:38
8

სიახლეები პოპულარული