სპალეტიმ ჯგუფში "ნაპოლის" შანსები შეაფასა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი", რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს, A ჯგუფში "აიაქსთან", "ლივერპულთან" და "რეინჯერსთან" მოხვდა. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ძალიან რთული ჯგუფია, ისევე, როგორც თითქმის ყველა. გასვლის პროცენტული შანსები? ვერ გეტყვით, მძიმე მატჩები გველის. ყველაზე მთავარია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩვენს სიმაღლეზე ვიყოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შესაძლებლობა გვექნება.

ჯგუფში დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბებთან მოვხვდით. ისინი დიდ საფეხბურთო "ტაძრებში" თამაშობენ - "კრუიფ არენაზე", "ენფილდსა" და "აიბროქსზე".
დიდი ბრძოლები გველის".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფრის მიუხედავად ხვიჩამ თავისი თამაში უნდა აჩვენოს
imereli
11:06 26-08-2022
0
ერთადერთი გუნდია იტალიაში ნაპოლი რომელიც არ თამაშობს იტალიურ სტილში და ძალიან მაგრად მოერგო ხვიჩა, მგონია რომ აიაქს და რეინჯერსს უნდა აჯობონ, შარშან კიდევ ლივერპულსაც ტოლ-სწორად ეთამაშნენ.
მამუკა
05:23 26-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული