ავტოავარიის შემდეგ ნაოპერაციები სპალეტი "ლივერპულთან" ფრეზე თანახმა არ არის

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლი", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "ლივერპულს" უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას ტურნირზე დებიუტს მოუთმენლად ველით. "რეპუბლიკას" ცნობით, ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ავტოავარიაში მოყვა, ლავიწის მოტეხილობა აქვს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხელჯოხით მივიდა და ხალისიანად ისაუბრა:

"ოპერაცია გავიკეთე და ერთი თვე ასეთი ფიზიკური პრობლემით ყოფნა მომიწევს. ლოსანო მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა. ოსიმენმა ვარჯიში დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის წინ მივიღებთ.

სუპერგუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის დიდი პატივი იქნება სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე მეტრში იურგენ კლოპთან ყოფნა. მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, ფრეზე
თანახმა არ ვართ. "ნაპოლი" მოედანზე გამარჯვებისთვის და არა კომპლიმენტების მისაღებად გადის. ეს რომში "ლაციოსთან" კარგად გამოჩნდა. სასიამოვნო იქნება ალისონისა და სალაჰის ნახვა, რომლებიც ჩემთან "რომაში" იყვნენ. ძალიან თბილად შევხვდები და კოლექციისთვის მაისურებსაც გამოვართმევ.

სტადიონზე 55 ათასი მაყურებლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრების ყიჟინა "ენფილდამდე" მიაღწევს. ჩვენ შორის სხვაობა, პირველ რიგში, გამოცდილებაშია. ამიტომ ძალისხმევის გაძლიერება და "წითლებთან" შიშის გარეშე ბრძოლა გვჭირდება.

ეს ტურნირია, რომელზეც ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ. აქ ძალიან მაღალი ტექნიკური დონეა და ყოველი გოლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. "ლივერპულთან" ერთი წუთითაც არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაგსაჯონ.

თუმცა ჩვენც გვყავს გუნდში ჩემპიონები. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები, ისევე, როგორც "ლაციოსთან", კვლავ შესანიშნავ შეხვედრას ჩაატარებენ. ფეხბურთელთა ამ ჯგუფს შეუძლია გულშემატკივრებს თავი შეაყვაროს.

"ლივერპული" ბურთის ფლანგიდან ფლანგზე მუდმივი გადატანით თამაშობს. ასეთ ფეხბურთს იტალიაში მიჩვეულები არ ვართ. კარგი ინდივიდუალისტები ჰყავთ და ერთი-ერთზე მოქმედებას ცდილობენ. მათ გასანეიტრალებლად გონიერება და დიდი ფიზიკური ენერგიაა საჭირო. ზოგიერთ მომენტებში შეიძლება ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, საკუთარი სტილი მოვახვიოთ თავს. ლამაზი ფეხბურთი არ არის ფუნდამენტური, მთავარია ეფექტურობა და კონკრეტიკა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
livetv530.me ამ არხზე ვუყურებ ყველა თამაშს, სცადე.
ძველი გულშემატკივარი
07 სექტემბერი 2022 19:58
0
Bichebo igneb vinmem icis rogor vnaxot es tamashi arada arveladzis da chveni televiziebis imedat rogor vikot?
Zaza
07 სექტემბერი 2022 17:44
2
Xvicha am sagamos matchis beds gadackvets !!! Es me asiani vici
Zaza
07 სექტემბერი 2022 14:07
2
ასეთი სუსტი ლივერპული დიდი ხანია არ ყოფილა....ნახევარდაცვა ფაქტიურად არ ყავს, ყველა ტრამვირებულია. ხვიჩას ფლანგზე ალბათ 37 წლის მილნერს დააყენებენ, რომლის საუკეთესო წლები ჩავლილია. ამ ფლანგზე კი დგას მცველად ტრენტი, მგარამ მაგრამ აქ რამოდენიმე ნიუანსია - ტრენტი უმაგრესია შეტევებში ჩართვის დროს, საუკეთესო მცველი ნაღდად არ არის და თანაც საერთოდ არ არის ფორმაში.
ხვიჩას საუკეთესო შანსი აქვს დღეს გადახნას ეს ფლანგი და ხვალ მთელმა მსოფლიომ მასზე ილაპარაკოს
zaz197
07 სექტემბერი 2022 13:07
0
ხვიჩა გთხოვ დღესაც ამატირე ბედნიერებისგან გთხოვ... ყოჩაღ სპალეტი კარგი კაცი ყოფილხარ,აბა შენ იცი ხვიჩას მიგვიხედე მომავალ სუპერვარსკვლავს
გიო
07 სექტემბერი 2022 12:48
1
დღევანდელი ლივერპული,საკმაოდ შორსაა შარშანდელი ფორმიდან და ჯერ ისე მრისხანედ ვერ გამოიყურებიან.ეს რა თქმა უნდა ნაპოლის შანსებს ზრდის,თუმცა არა რადიკალურად.ინგლისელებს თამაშის მაღალი ორგანიზაცია აქვთ და ცალკეული ფეხბურთელების შეცვლა,ან ფორმა,მხოლოდ შესრულების ხარისხზე მოქმედებს.სპალეტი რეალურად აფასებს სურათს და ვნახოთ,რა გამოვა.თვითონ მას,კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.ძალიან ცუდ დროს მოუხდა,ავარია.
სოსო
07 სექტემბერი 2022 12:15
1
Xvicha genacvalos zaza dzia am sagamos liverpyls ori porcia xachapyri mainc achame ro kargat damedxinos
Zaza
07 სექტემბერი 2022 11:20
1
ბიჭებო,ეგ ორი პორცია ხაჭაპური და კაი მეგრული კუპატი ჩემსკენ გამოუშვით,ლივერპულს კი,ორი გოლი და კაი მეგრული საგოლე პასიც თუ მოაყოლა,ეგეც ყელში გადასცდებათ.
სოსო
07 სექტემბერი 2022 15:49
0
კაი ცხარე მეგრული კუპატიც რომ დააყოლებინოს, ცუდი არ იქნება! :-)
N
07 სექტემბერი 2022 12:05
1
რა გინიერი მწვრთნელია და რა დალაგებულად ბაზრობს… კაი ხელშია ხვიჩა
Forzakvara
07 სექტემბერი 2022 10:51
2
რატომღაც მგონია, რომ დღეს წააგებს ნაპოლი. პირველი წაგება იქნება ამ ხნის მანძილზე. :(
ლივერპული ბევრად ძლიერია სამწუხაროდ
.
07 სექტემბერი 2022 10:17
37
არაუშავს მეც დისლაიქი დავუწერე საკუთარ თავს. ნეტა მცდარი აღმოვჩნდე მარა :(
.
07 სექტემბერი 2022 15:39
1
ანგისა, ოსიმენი, კვარაცხელია
დასავლეთში ფერადი კომუნიზმია
07 სექტემბერი 2022 09:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული