ლინეკერი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლიმ" სახლში "ლივერპული" 4:1 დაამარცხა, მასპინძელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი დიდებულად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისგან, გარი ლინეკერისგან კომპლიმენტი დაიმსახურა.

"საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი თამაში უქმეებზე "ლაციოს" წინააღმდეგ ვნახე, შესანიშნავი იყო.

კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისევე რთულია, როგორც მისი გვარის სწორად წარმოთქმა", - წერს ლინეკერი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ადმინ, მოედნის ცენტრში რო სამჯერ მოატყუა და ბურთი შეინახა, მერე პოლიტანოს მისცა პასი-ეგ მომენტი ამოჭერით ან ნახეთ სადმე ძმურად, მაგარი მომენტი იყო, მაგარი გააბითურა ორი კაცი
jigari
02:14 08-09-2022
0
ცოტა მეტი საფეხბურთო თავხედობა და ეგაა ვარსკვლავი. საღოლ ხვიჩა. ღმერთი შენსკენ
roma bejanidze
08:51 08-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული