კლოპმა "ნაპოლისთან" წაგების მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მარცხზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენს თამაშზე დაახლოებით ათი სიტყვა წავიკითხე და ალბათ, სამართლიანი იყო. მატჩს კიდევ ერთხელ ვუყურე. თქვენს ადგილზე მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ ბევრი კითხვა გამიჩნდებოდა.

თამაშის ცალკეული ეპიზოდები გავარჩიეთ. ბევრი ლაპარაკი არ მომიწია, ფეხბურთელებმა ისედაც ყველაფერი იციან. თავად მოვიქციეთ თავი ასეთ სიტუაციაში. აშკარა სათამაშო პრობლემები გვქონდა, რაც მეტოქის დაუფასებლობით იყო გამოწვეული. ყველა ყველაფრის გაკეთებას თვითონ ცდილობდა, სტრუქტურა არ არსებობდა.

4-5 დღეში აბსოლუტური სიმართლე დავინახეთ. მოთამაშეთა დამცირება არ მინდა, მხოლოდ მსურს ვაჩვენო, ახლა
სად ვიმყოფებით. სასტარტო წერტილში ვართ და მოედანზე პრობლემები ერთად უნდა გადავჭრათ. ერთმანეთის შეცდომებზე მითითება საჭირო არ არის", - ციტირებს კლოპს Liverpool Echo.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, "ლივერპული""აიაქსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარაცხელია - ლივერპული 4-
Tete1234
00:54 14-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული