ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ლივერპულმა" "აიაქსი" დაამარცხა და "ნაპოლის" 3 ქულით დაწინაურების შანსი მიეცა - "ბაიერნმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს „ლივერპულისა“ და „აიაქსის“ და „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ მატჩები იწვევდა.

„ლივერპულმა“ სახლში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია „აიაქსს“ და თუ „ნაპოლიმ“ დღეს სტუმრად „რეინჯერსს“ მოუგო, ამ ორ გუნდს 3 ქულით ჩამოიტოვებს.

„ბაიერნმა“ შესვენების შემდეგ „ბარსელონას“ ოთხ წუთში ორი გოლი გაუტანა და გამარჯვება მოიპოვა. მიუნხენურმა გუნდმა "ბარსელონა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა - საერთო ანგარიში 19:4. “ბარსას“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ თავისი ყოფილი გუნდის კარი ვერ დალაშქრა.

A ჯგუფი

ლივერპული. “ენფილდი“
ლივერპული - აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (17), 1:1 კუდუსი
(27), 2:1 მატიპი (89)

B ჯგუფი

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ანდრიხი (84), 2:0 დიაბი (87)

პორტუ. „დრაგაო“

პორტუ - ბრიუგე 0:4
გოლები: 0:1 ფერან ჟუდტგლა (15, პენ), 0:2 სოვა (47), 0:3 ოლსენი (52), 0:4 ნუსა (89)

C ჯგუფი

პლზენი. „დოოსან არენა“
პლზენი - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრისი (70)
გაძევება: ბუხა (61, პლზენი)

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)

D ჯგუფი

ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“

სპორტინგი - ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 პაულინიო (90), 2:0 არტურ გომესი (90+3)

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - აინტრახტი 0:1
გოლი: ლინდსტრიომი (43)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც გუნდში კამათი და ჩხუბი მოუვა მწვრთნელთან, მერე ახსენდებათ არა "ბავშვობის ოცნების" გუნდი? უბრალოდ ბარსა ყველა "განაწყენებულებების" კარგა მაგრა თავშესაფარი გახდა. ეს არის და ეს.
თორნიკეს, აქამდე სად იყო ?
14 სექტემბერი 2022 10:28
0
მეტითაც უნდა მოეგოთ გერმანელებს, ამ "აჯაფსანდალა" გუდისთვის, რომელსაც ბარსა ქვია.
ase...
14 სექტემბერი 2022 09:23
1
როცა ვერ იტან, სხვა გაგიტანს! ფეხბურთის დაუწერელი კანონია! აი ამ პონტში უნდა გაეტანათ მეტი გოლები გერმანელებს.
Falkons
14 სექტემბერი 2022 12:53
0
აი რა პონტში უნდა მოეგო უფრო მეტით? თამაშში სადაც ბარსელონამ უფრო მეტი მომენტი შექმნა!!
Falcon
14 სექტემბერი 2022 10:33
2
ლევანდოვსკი რომ მიქარე იმედია ხვდები!!!
Musenbezi
14 სექტემბერი 2022 01:17
12
ლევანდოვსკი, ეგდო საერთოდ?
?????
14 სექტემბერი 2022 09:49
2
ვერ დაგეთანხმები, 35 წლის რომ ხარ, ყველაფერი რომ მოიგე შენს გუნდში და ბავშვობის ოცნების გუნდში რომ გინდა 1-2 წელი იკაიფო, არც შემოსავალი შეგიმცირდეს და მიუნხენზე საშუალოდ 10 გრადუსით უფრო თბილ ქალაქში სამრეთული სტილის ცხოვრება გამოსცადო, დიდი სიამოვნებაა და უარი არ უნდა თქვა. 11 წელია ვცხოვრობ გერმანიაში, ძალიანაც კომფორტულად ვარ, ვისწავლე, ვმუშაობ, სამეგობრო მყავს, ბევრი რამ მომცა, მაგრამ რამდენიმე წელს სიამოვნებით ვიცხოვრებდი სხვა ქვეყანაში, სამხრეთში, სადაც მზეა და ზღვა უფრო მეტი, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი
თორნიკე
14 სექტემბერი 2022 08:16
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული