სპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მატჩის წინ "ნაპოლიმ" "აიბროქსზე" ივარჯიშა, მისმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კი Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"უკანასკნელ ხანს ჩატარებული მეტოქის მატჩები ვნახეთ, მაგრამ ყველა სტუმრად იყო გამართული და აქ სულ სხვა ატმოსფერო იქნება. ჩვენს 1 000 გულშემატკივარს გლაზგოში ჩამოსვლა აუკრძალეს და მხარს ვერ დაგვიჭერენ. ბურთის კარგად დაჭერა გვჭირდება, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დატვირთვა გაქვს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავ. ფეხბურთელებს შესაბამისი განწყობა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლივერპულთან" ასე ვერ ითამაშებდნენ".

"კვარა" პუბლიკას ახალისებს, რადგან სწრაფია და აქვს კიდევ
რაღაც სხვა...

"ლობოტკას მჭიდრო სიტუაციებიდან გამოსვლა და შეტევის წამოწყება ეხერხება. "კვარა" შესანიშნავი ტექნიკის მფლობელია, ხარისხიანია, ძალიან კარგია დამაგვირგვინებელ სტადიაში; ერთ-ერთი იმათგანია, რომლის დარტყმული ბურთი მუდამ კუთხეში მიდის. ამას გარდა, აუცილებელია დაცვას დაეხმაროს, რათა მოწინააღმდეგეს უპირატესობა, ჩვენ კი სირთულე არ შეგვექმნას. როდესაც ფეხბურთელს ძალიან ბევრ კომპლიმენტს უძღვნით, მას ავიწყდება, იყოს გუნდისთვის სასარგებლო თავის ყველა მოქმედებაში. ამიტომ დაცვითი ფაზის გამო თავგანწირვა მართებს, რომ ჩვენი მცველი ორ სწრაფ მეტოქესთან მარტო არ დატოვოს".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მემგონი სპალეტიმ ცოტა უკეთ იცის რა არის საჭირო და რა არა. 60-70 წუთი ხვიჩასთვის ამ ეტაპზე ვფიქრობ სრულიად საკმარისია და თვითონ ხვიჩასთვის არის უკეთესი. სეზონი გრძელია და გუნდს რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა.ტრამვების რისკიც მნიშვნელოვნად მცირდება.მთავარია მისთვის მიცემულ დროში მნიშვნელოვნად დაიხარჯოს და გუნდსაც და საკუთარ თავსაც სარგებელი მოუტანოს.წარმატებები ხვიჩას...
nodiko
14 სექტემბერი 2022 10:57
1
ეგ არი ევროპული თანამედროვე ფეხბურთი წინ და უკან უნდა ირბინო ორივე უნდა შეითავსო ერთი კუთხური არ ყოფილა ნაპოლის კართან ოსიმენი რომ არ ჩასულიყო საჯარიმოში მცველივით ამოუტანია ბურთი თავის ადგილს დაბრუნებია. კვარა აკეთებს ერთი ტაიმი ეგეთ პრესინგს მერე იღლება და ცვლის რაზეც თქვა სპალეტიმ კუნთები არ გადაუხურდესო ეს სხვა ჩემპიონატი სხვა ტემპიაო, მოუმატებს ფიზიკურად ითამაშებს ბოლომდე
სოსო
14 სექტემბერი 2022 10:42
3
მასეა მასე და თემო ქეცბაიაც სხვა რამეს კი არ ამბობდა... დაკარგე ბურთიო ხოდა კეთილი ინებე და ჩამოდი დასაბრუნებლად შენცო.ასეთია ტანამედროვე ფეხბურთი და კვარა ამას მარტივად შეძლბლებს მთავარია შრომა.
გეგი
14 სექტემბერი 2022 17:35
0
ყველა, ვინც უკმაყოფილო ხართ სპალეტის 90 წუთს რომ არ ათამაშებს ხვიჩას, მინდა იცოდეთ რომ აზრზე არ ხართ ფეხბურთის :)
Zuka
14 სექტემბერი 2022 14:48
7
მართალი ხარ და ხალხს არ ესმის რომ ამ ჩვენს ოქროს ბიჭს ნენლენა აჩვევს მაღალ ტემპს და ცოტა ფიზიკურადაც უნდა მოძლიერება კვარას.მაგასაც იზამს ჩვენი ბიჭი და დიდ წარმატებებსაც მიაღწევს.
გეგი
14 სექტემბერი 2022 17:33
0
ფლანგზე კვარას გამოცდილი და ძალიან კლასნი ფლანგის მცველი - ტავერნიერი ეყოლება. ძალიან კარგი ბიჭია და შეტევებში მაგრად ერთვება. დაცვას მართლა უნდა მიაქციოს ყურადღება ხვიჩამ, თუმცა სისწრაფეში დაჯაბნის და იმედი მაქვს მორიგ ლამაზ მატჩს ვიხილავთ ჩვენი ვარსკვლავთბიჭუნას მონაწილეობით. წარმატებები ნაპოლის
Zuka
14 სექტემბერი 2022 10:19
2
როგორც გულშემატკივარს მეც გული მწყდება რო ცვლის კვარას სპალეტი მაგრამ მან იცის მისი საქმე, აშკარაა რომ უფრთხილდება. ჩვენ ძალიან გვიყვარს კვარა და გვინდა რაც შეიძლება დიდ ხანს ვუყუროთ მოედანზე და გავიხაროთ მისით, მაგის დროც მოვა რომ ბოლომდე ათამაშებს. გუშინ მანე 70 წუთზე შეცვალეს
ირაკლი
14 სექტემბერი 2022 12:50
0
მომწონს ეს კაცი კარგი მწვრთნელია! ხვიჩა ამის ხელში უფრო მაგარი ფეხბურთელი გახდება! რასც ითხოვს ხვიჩასგან ისევ ხვიჩას და გუნდს გამოადგება! აი კორპუსით თამაში ხვიჩამ სწორედ სპალეტის ხელში დაიწყო! ახლა მთავარია უფრო უკეტესად ისწავლოს პრესინგის ქვეშ თამაში და ბადალი არ ეყოლება
რობი
14 სექტემბერი 2022 12:47
0
ხოოოოოოოო!!!!!! ახლა ჩემთვის გასაგებია რა პრეტენზიაც აქვს სპალეტის ხვიჩასთან და რატომ არც ერთხელ არ მისცა შანსი 90 წუთით თამაშისა. რა გამოდის? მოწინააღმდეგის მცველებიც ათრიოს, გოლები გაიტანოს, ბოლო პასები დაარიგოს და ამ დროს,თურმე უკან მცველსაც უნდა დაეხმაროს,რომ მას ნაკლები ძალა დაადგეს და მოწინააღმდეგის შემტევთამ მარტო არ დარჩესოო-სწორად გავიგეე? მეტის მეტს ხომ არ ითხოვენ ამ ბიჭისგან?
kote
14 სექტემბერი 2022 10:08
24
Ra tqva axali???naxevarmcvelma ro mcvels unda daexmaros es axalia???warmatebaba luchanos ar unda??kargit raa yvelas yvelapers rogor vaqwavlit
L.J .
14 სექტემბერი 2022 14:52
0
სპალეტი ბიძია ფეისბუქზე არ შეხვიდე, თორემ ქართველებს ვერ გადაურჩები.
semi
14 სექტემბერი 2022 13:32
1
ჰო, ანუ კვარა გაუშვით მარტო ბარემ და მარტო მოუგებს, სხვები რას მიკეთებენ? :)
ზვიადი
14 სექტემბერი 2022 09:23
16
ამ ჩემისას ფეოლა ხო არ დაემართა - "ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვაააას"
mirosan
14 სექტემბერი 2022 09:10
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული