სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ძაან ცუდი სიტუაციაა...მახსოვს მსგავს სიტუაციაში რუბინში სრული იგნორი მოუწყო გუნდს და სპეციალურად არ თამაშობდა სირიკოები ახალი სახე ჯერ ადაპტაციაა არააქვს გავლილი პენალტი მოიპოვა და უნდა დაერტყა არა მარტო მაგისთვის ისედაც ეკუთვნოდა ზელენსკის მერე! ცუდი არ მოხდეს
კახა
15 სექტემბერი 2022 20:58
2
გასაგებია,ჩვენ ყველას გვინდა რო. ხვიჩამ დაარტყას პენალტი,მაგრამ ეგ მწვრთნელის პომპეტენციაა და ნუ ჩევერევით მაგაში.თან მანამდე 2გააფუჭეს.მაგრამ რომ იძახის სუპერ დარტყმული იყოო,მაგაში ნამდვილ ვერ დავეთანხემები.კინაღამ აუღო,რა სუოერი..აგრამ იქიდან გამომდინარე თქვა,რომ ორი გაფუჭებულის მერე,ბოლო-ბოლო გავიდა.
კახა ქ.
15 სექტემბერი 2022 21:58
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული