სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
ნუ ფიქრობთ რომ სპალეტი ხვიჩას აკრიტიკებს ეგ პირიქით ისევ ხვიჩასთვისა თორემ ჩვენ არ ვიცით ბავშვი სად თამაშობდა სულ რაღაც სამი თვის წინ და სად უწევს დღეს ყოფნა .ნამდვილ საგიჟეთში მოხვდა კაი გაგებით და თან როგორ ნაპოლის თამაშებს აკეთებს ლაცოსთან ლივერპულთან რეინჯერსთან .მეტი რა დავწერო აზრი არ აქვს .
zurabi
15 სექტემბერი 2022 12:56
0
ასეა ყოველთვის დიდ ფეხბურთში შექებას მოყვება კრიტიკა და პირიქით, არაფერი ამაში ტრაგიკული არ არის, ისევე როგორც შექებამ არ უნდა გაგვაამაყოს. ეს ქართველებს გვაქ თავში ავარდნილი და გვგონია ყოველთვის მართლები ვართ. რას აკეთებთ ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე არ გრცხვენიათ ქათველებო? ასე ლანძღვა გინება უშვერი სიტყვებით რაიმეში წაადგება ხვიჩას? გიფიქრიათ ამაზე?
semi
15 სექტემბერი 2022 12:45
0
მართლა სამარცხვინოა უკვე.. ყველა უბრალო ფოტოზე ან სტატუსზე კვარადონას წერა და ნაპოლის სხვა ფეხბურთელების ლანძღვა არის უკვე ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.. ლამის ვინატრო რომ კვარამ 3-4 თამაში ჩააგდოს, რომ დაანებონ თავი და ბიჭმა შეძლოს წყნარად თამაში და ვარჯიში, რომ მართლა ვარსკვლავად იქცეს რამდენიმე წელიწადში. წარმატებები ჩვენს იმედს
papai
15 სექტემბერი 2022 13:26
1
აი ძაან არ მომწონს მეც რა, გადავიდა ნაპოლიში და შევესიეთ ფეისბუქ გვერდს კალიებივით და გადავფარეთ ყველაფერი, კარგით მართლა ხალხო ცოტა უნახავივით მოგვდის, ყველას გვიხარია მაგრამ დამშვიდდით რა, ტეხავს, ცოტა თავშეკავება არ გვაწყენს.
zura
15 სექტემბერი 2022 13:19
0
სპალეტი შე კაი კაცო, ხვიჩას მაგ "სიგიჟეებს" შეაქვს გარდატეხა თამაშში და ზუსტად ეგ "სიგიჟეებია" რაც კვარას განასხვავებს სტანდარტული და "შტამპოვკა" ფეხბურთელისგან.
რაც შეეხება პარტნიორის დროულად დანახვას და გადაცემის გაკეთებას, ამასაც ისწავლის, თუმცა როგორი გადაცემის გაკეთება შეუძლია ყველამ ნახა წინა თამაშებსი. აი გუშინ რაც პოლიტანომ გააკეთა სად იყო პარტნიორობა?, პ...ი ბავშვივით არ დაანება ხვიჩას პენალტის დარტყმა, მანამდე ზელინსკისთვის გამოერთვა მეორე პენალტი. კვარა შენი სიგიჟეებისთვის და ლამაზი თამაშისთვის უყვარხარ ყველას აქაც და იქაც, ეგრე გააგრძელე.

მალაქია
15 სექტემბერი 2022 12:25
4
ძალიან ცუდი რაღაცა ხდება ნაპოლის ფეისბუკ გვერდზე @ 10-15 "ქართვეკლი პაწრიოწი" შესეულია იმ გვერდს და რას აკეთებენ--ხვიჩას კი არ ლანძღავენ ლანძღავენ სპალეტის ფეხბურთელებს იქვე მყოფ ნაპოლის ფანებს @ და უწერენ თქვენ საერთოდ არაფრის მაქნისები არ ხართ ხვიჩას გათრევთ მთელ გუნდსო ხვიჩა რომ არ გყავდეთ წელს სერია ა დან გავარდებითო და ეგეთებს @ საუკეთესო მოთამაშედ პოლიტანო რომ დაასახელეს ცალკე იმას ლანძღავენ და რას არ ეძახიან @ უწერენ -- შენ კვარას 1% ფასი არ ხარო @ ანუ იმ ვირთხებმა ტაქტიკა შეცვალეს და ხვიჩას ლანძღვიდან გადავიდნენ ნეაპოლელების(ფეხბურთელების მწვრთნელების და ფანების) ლანძღვაზე და უნდათ რომ მთელ ნეაპოლს შეაზიზღონ ხვიჩაც და მთელი საქართველოც @ სასწრაფოდ უნდა იმ ....ბს მიხედვა თორემ რაღაცა ძალიან ცუდი აქვთ ჩაფიქრებული და აუცილებლად აასრულებენ @ აქ ალბათ ფედერაცია ან სახელმწიფო სტრუქტურები უნდა ჩაერიონ და გამოავლინონ ის ...."პაწრიოწები"@@
zura222
15 სექტემბერი 2022 12:23
1
ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:19
1
ამას წინათ რომ ვთქვი, კარგი იქნება თუ ხვიჩა მეტი პასებით მოამარაგებს პარტნიორებს მეთქი, ყველამ დიზლაიქი დამიდო კომენტარზე. ახლა სპალეტიც იგივე ამბობს და ყველა ეთანხმება. ხვიჩა ძლიერი და ნიჭიერია, ეფექტურ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი მარგი კოეფიციენტი ბევრად დიდი იქნება გუნდისთვის, თუ დროულ პასებს გააკეთებს. ამგვარად ის ნაკლებადაც დაიღლება და 90 წუთიც ითამაშებს.
ქართველი
15 სექტემბერი 2022 12:18
1
რა თქმა უნდ რომ 21 წლის ფეხბურთელს ექნაება ხარვეზები,რასაც მწვრთელის დახმარებით და მითითებით და ასევე საქმისადმი სწორი მიდგომით გამოასწორებს,წარმატებები ხვიჩას.
gio gio
15 სექტემბერი 2022 12:06
0
პელეზე ფილმიდან მახსოვს მწვრთნელი როგორ ეჩხუბება ახალგაზრდა პელეს რომ პასები აკეთოს და დრიბლინგებს თავი ანებოს მასაც თამაში არ გამოსდის მერე ისეთ გოლებს გაიტანს მწვრთნელი ეტყვის რაც იცი ის აკეთეო. იმედია სპალეტიც მალე მიხვდება ამას.
ჯიმი
15 სექტემბერი 2022 11:42
0
მართალია სპალეტი - მარტო შოუ საქმე არაა, ეფექტიანობაა მთავარი. კი გააკეთა ყველაზე მეტი დარტყმა მაგრამ უშედეგოდ. მაგას ეუბნება უფრო გუნდურად ითამაშეო. ფაქტია ისიც რომ თანაგუნდელებთან ჯერ ბოლომდე შეხმატკბილებული არაა. აქ შეიძლება ენობრივი ბარიერის ამბავიც იყოს.
gogi
15 სექტემბერი 2022 11:25
6
აბა გამოჩნდნენ ფეხბურთის სპალეტიზე უკეთ მცოდნე ქართველი ექსპერტები მამა-პაპური გინებით?
Master
15 სექტემბერი 2022 11:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული