ბრიტანული გუნდების - "ჩელსის", "სიტისა" და "რეინჯერსის" სურვილი იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად მატჩების დაწყების წინ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი დაეკრათ, რაზეც უეფამ უარი განაცხადა.
მიუხედავად ამისა, წუთიერი დუმილის შემდეგ "რეინჯერსის" სტადიონზე ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შესრულდა, რითიც უეფას წესი დაირღვა.
მოგეხსენებათ, "აიბროქსზე" კვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3:0 იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა უეფა გლაზგოურ კლუბს.