მესიმ რონალდოს გაასწრო - ლეომ ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში გასვლაზე "მაკაბი" 3:1 დაამარცხა.

პარიზელთა მხრიდან ერთი გოლის ავტორი ლეგენდარული არგენტინელი შემტევი ლეო მესი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ლეომ უკვე 39-ე გუნდს გაუტანა გოლი, რითიც კრიშტიანო რონალდოს გაასწრო (პორტუგალიელმა 38 სხვადასხვა კლუბის კარი აიღო).

კრიშტიანო წელს ლიგაზე ვერ თამაშობს. შესაბამისად, არგენტინელთან გათანაბრების შანსი არ მიეცემა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლე მესი! რა უნდა ვთქვათ, ახალი? უბრალოდ ლეგენდა და ბრწყინვალე ფეხბურთელი!
!!!!!!!!!!!
20:46 15-09-2022
5
აბა, წელსაც მოუგია ოქროს ბურთი.
ციციკორე
16:26 16-09-2022
1

სიახლეები პოპულარული