ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა.

ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.

შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და შემდეგ მატჩს ტურნირზე „აიაქსთან“ სახლში, 12 ოქტომბერს გამართავს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)

დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)

მკითხველის კომენტარები / 32 /
წელს ნაპოლი სკუდეტოს თუ მოიგებს მთლიანად გუნდს და განსაკუთრებით ხვიჩას რამხელა აღიარება ექნება. ისე იმასაც ვფიქრობ თუ ესეთ ფორმაში დარჩებიან ლიგაზე რაც შეიძლება შორს, თუნდაც ფინალამდე გასვლა არ იქნება წარმოუდგენელი
აკო
05 ოქტომბერი 2022 12:16
0
ხვიჩა და კომპანია გზად ყველაფერს მუსრავს ნახევარი გუნდი ვარსკვლავები არიან უკვე ამ სეზონში ყველა მათი თამაში ნამდვილი სანახაობაა ჩვენი სიამაყე კი უმაღლეს სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს მე უკვე მგონია რომ ნაპოლის ამ სეზონზე ვერავინ ვერ შეაჩერებს
ზაზა
05 ოქტომბერი 2022 07:43
0
მგონი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ამ ბიჭს,უფრო გუნდურად თამაშს სთხოვს სპალეტი და თითქოს დაბნეულია კვარა, არ იცის როდის ითამაშოს ინდივიდუალურად და როდის გააკეთოს პასი
ზურა
05 ოქტომბერი 2022 01:40
58
საშონელი ადამიანი ხარ დღეს ამას რომ წერ!ქართველმა ფეხბურთელმა ამსტერდამ არენაზე ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გიატანა საგოლე გადაცემა მიითვალა და შენ ბედავ და უარყოფით კომენტარს წერ?ადამიანი ხარ?
ლუკიტო
05 ოქტომბერი 2022 03:59
8
რა კომენტარია ხო მშვიდობა გაქვს?
გგონია ამ ბიჭს ჩემზე მეტად გულშემატკივრობ და მისი წარმატება ჩემზე მეტად გიხარია?
ჩემი აზრია რომ ისე თავისუფლად როგორც თამაშობდა ვერ თამაშობს, სპალეტი ხშირად აკრიტიკებს პასის არ მიცემაზე რასაც მე პირადად არ ვეთანხმები და კარგი შედეგიანი თამაშის მიუხედავად მრჩება შთაბეჭდილება რო ეს მოქმედებს ამ ბიჭზე და ხელს უშლის რომ თავისუფლად და ლაღად ითამაშოს, როგორც ჩვევია, ეს დავწერე ცოტა დაოკდი და ადეკვატურად მიიღე სხვისი აზრი
ზურა
05 ოქტომბერი 2022 10:16
1
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ყველას ამ უმაგრეს ნაპოლის და ხვიჩას! 38 წუთზე სილქ ტვ უნივერსალის კომენტატორმა, არ ვიცი სახელი და არც მაინტერესებს (!) ხვიჩას კინაღამ მოტეხეს ფეხი და რაღაც ცუდით დასრულდება ეს ყველაფერიო. იმ წამსვე გავიფიქრე არ დათარსოს მეთქი და ბოლოს ასეთი რამე მოხდა. იმედია ხვიჩა კარგადაა, მაგრამ ეგ იდიოტი რომ დავწერო დაბლოკავთ და ეგ შტერი კომენტატორს ვინმე რამეს ეტყვის საყვედურს, არ გააწყალეს მართლა გული?
კაპიტან გარდენბურგი
05 ოქტომბერი 2022 01:15
19
Psikologi sheb gjirdeba bidzia ase ro propesorob
Kutaisi
05 ოქტომბერი 2022 01:47
1
ვიდეო. ხვიჩა აეროპორტში. ფეხზე ბინტი აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=IMu2mhTNgfQ
ქ. გ.
05 ოქტომბერი 2022 03:13
1
შესანიშნავი გოლი იყო!!! წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
05 ოქტომბერი 2022 16:35
0
თამაშის საუკეთესო მომენტები გადაღებული იტალიელი გულშემატკივრების მიერ
https://www.youtube.com/watch?v=tX9QJdZhKFw
ქ. გ.
05 ოქტომბერი 2022 07:36
0
თამაშის წინ მე დავწერე აიაქსს სიკვდილის ბუზი დააჯდა მეთქი ხო ახდა ? ახლა კიდევ დავამატებ წინასწარ ხვიჩა და კომპანია დარჩენილ სამივე თამაშსაც მოიგებს ლიგაზე და ქართველი გადაუვლის ყველას დაცვას იმიტომ რომ უძლიერესია და თანაგუნდელებს დიდ სტიმულს აძლევს ნაპოლი უკვე შედის საუკეთესო სამეულში !!!
ზაზა
05 ოქტომბერი 2022 19:25
0
ზაზაი, შენს პირს თაფლი და გოზინაყი, კიდენა ქვევრის კახური ხაშლამითა, დედას პურითა და მრავალჟამიერით
ვანო
07 ოქტომბერი 2022 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული