ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.
შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)
დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)
მშვენიერი გოლი.
თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომაც ჰქონდა, სამწუხაროდ.
და კიდევ - ალბათ არ არის საჭირო ყოველი ჯარიმის ასე ემოციურად, ზედმეტი ჟესტიკულაციით გამოხატვა. ვფიქრობ, კარგი ფსიქოლოგი ან მრჩეველი სჭირდება.
ამის მიუხედავად მჯერა, რომ სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ ჩვენი ოქროს ბიჭი ევროპაში საუკეთესო იქნება!
გილოცავთ ყველას, ვისაც გაგიხარდათ
კვარას პირველი სეზონი აქვს იტალიაში, ისიც როგორ დონეზე - კალჩო და ლიგა! ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. ფიზიკური კონდიციები გაეზრდება, მიიღებს გამოცდილებას დიდ და მძიმე სტადიონებზე თამაშის (ასეთებია კრუიფ-არენა, სანსირო, ენფილდი, ოლდტრაფორდი და ა.შ.) და მერე ნახეთ! კვარას ცუდად არ უთამაშია (გოლი და საგოლე პასი), უბრალოდ ჩვენ მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მეტი გვინდა. ყველაფერი კარგად იქნება. წინ ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
წარმატებები ხვიჩას და მის თანაგუნდელებს.