ლონდონელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ტიაგო სილვამ, რომლისთვისაც ეს მატჩი საიუბილეო აღმოჩნდა.
38 წლის უკახანაზელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე 100 მატჩი დაუგროვდა, რითიც გახდა მე-5 ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია.
100 და მეტი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ბრაზილიელების მხრიდან რობერტო კარლოსს, დანი ალვეშს, მარსელოსა და ფერნანდინიოსაც აქვთ ჩატარებული.