ვის შეიძლება შეხვდეს "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში?

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცა. მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ერთ დროს "კვარას" მოედნიდან ადრე გაყვანაზე თუ ვედავებოდით, ახლა საბოლოოდ დავრწმუნდით, მის დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის, როგორც ამბობენ, პულსზე უჭირავს ხელი. ხვიჩას ხომ ბოლო დროს 90 წუთი ეძლეოდა, ახლა კი ამოსუნთქვის უფლება მიეცა.

ნეაპოლელებმა ისევ იოლად ("რეინჯერსი" 3:0 დაამარცხეს) გაიმარჯვეს და ამ გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში უკვე 16-მა მოთამაშემ (ლეო ოსტიგორი) გაიტანა. კვარაცხელიას არყოფნაში შესამჩნევი გახდა, რომ მარჯვენა ფლანგი მეტად აქტიურობდა, მარცხნივ კი განსხვავება ის
დავინახეთ, რომ უკანახაზელი მარიო რუი მთელი ფლანგის კონტროლს ახერხებდა, უტევდა და კარშიც დაარტყა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენებურის ნაცვლად მოთამაშე ჯაკომო რასპადორი გარემარბის თვისებებით არ გამოირჩევა. რაც შეეხება ელიფ ელმასს - ჩრდილომაკედონიელი თავს კომფორტულად უფრო მოედნის შუა ნაწილში გრძნობს, ვიდრე ფლანგზე.

Sportall.Ge

წინა ხაზში კონკურენცია ჯოვანი სიმეონეს დუბლმა კიდევ უფრო დაძაბა, ვიქტორ ოსიმენი ხომ ისვენებდა. ნეაპოლელები მართლაც კარგ ფორმაში არიან და წარმატების გაგრძელებას შაბათს, 29 ოქტომბერს (17: 00 სთ), "სასუოლოსთან" საკუთარ მოედანზე ეცდებიან.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი

უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ, ვის შეიძლება შეხვდეს "ნაპოლი" მომავალი წლის დასაწყისში, მერვედფინალში. მასზე მსჯელობა უკვე საკმაოდ დეტალურად შეგვიძლია.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ "ბარსელონა", "სევილია", "იუვენტუსი" - იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც თამაშს რანგით მეორე, ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

რაც შეეხება ხვიჩას "ნაპოლის", შეგვიძლია ძალიან დიდი ალბათობით განვიხილოთ, რომ ისინი ჯგუფში 1-ელ ადგილს დაიკავებენ. ეს ასე რომ არ მოხდეს, "ლივერპულთან" 4-ბურთიანი სხვაობით უნდა დამარცხდნენ (3-ბურთიანი სხვაობისას "ნაპოლის" უკეთესი ბალანსი ექნება), რაც რთულად წარმოსადგენი ამბავი ჩანს.

ახლა განვიხილოთ, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში, რა ალტერნატივები არსებობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიური "ინტერი" და "მილანი" (ჯერ მეორეობაც არ გაუნაღდებია) საკუთარ ოთხეულში პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეს სავარაუდო მეტოქეების სიას ხუთამდე ("ლივერპული" გამორიცხულია) ამცირებს. ახლა მათგან საუკეთესო ვარიანტზე ვიმსჯელოთ.

Sportall.Ge

A ჯგუფში ნეაპოლელები გამოდიან, შემდეგ კი თანმიმდევრობით მივყვეთ. სავარაუდო სიაში ბელგიური "ბრიუგე" იქნება ანაც პორტუგალიური "პორტუ". ჯგუფში საუკეთესოს უკანასკნელი ტური გაარკვევს. საკმაოდ დაძაბული ვითარებაა D ჯგუფში, სადაც მერვედფინალში გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს - ინგლისური "ტოტენჰემი", პორტუგალიური "სპორტინგი", გერმანული "აინტრახტი" და ფრანგული "მარსელი".

თუკი რაიმე სასწაული არ მოხდა, მადრიდის "რეალი" ჯგუფის გამარჯვებული გახდება, "ნაპოლის" სავარაუდო მეტოქე კი გერმანული "ლაიპციგი" ან უკრაინული "შახტარი" იქნება (ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან).

დორტმუნდის "ბორუსია" - გუნდი, რომელიც ნეაპოლელების პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პოტენციურ მეტოქეთა სიაში აუცილებლად იქნება. "რეალი" ვახსენეთ და იმის შანსი უფრო დიდია, კვარაცხელიამ პსჟ-ის წინააღმდეგ ითამაშოს. ჯგუფიდან მეორე ვარიანტი ძალიან კარგად მოთამაშე პორტუგალიური "ბენფიკაა".

მთავარია, როგორც "ნაპოლი", ასევე კვარაცხელია, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოწვეული დაახლოებით ორთვიანი შესვენების შემდეგ ისეთივე ფორმაში ვიხილოთ, როგორსაც ახლა ვხედავთ და ეს წარმატებული სვლა როგორც იტალიის ჩემპიონატში (სადაც ლიდერია), ასევე ჩემპიონთა ლიგაზე (უდანაკარგოა) განაგრძოს.

15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

alt"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა და ჯგუფში ბოლო მატჩს "ენფილდზე" გამართავს

alt"უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც უხმოდ დამეთანხმა" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 6 /
აფსუს ბარსა სად გავარდა. კარგი ბულკი იქნებოდა.
მეგრელი
21:45 28-10-2022
1
მერვედფინალების კენჭისყრა როდის ჩატარდება? იცით ვინმემ?
გია პაპა
17:54 28-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული