კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
პოლიტანოს რა უნდოდა ძირითადში არაა ეგ ჩემპიონთა ლიგის კაცი
Pizzaa
02 ნოემბერი 2022 02:27
2
რატ უნდა ამას გარჩევა გაიხვანა კვარა,ოსიმენი,ლოფოტკა მტელი დაცვა ლივერფულის ცავიდა ცინ და კეც მოიგეს,ეს ტამაში ცაგო სფალეტიმ,ან სეიცლება იხომარეს არც ესა გამორიცხული
Каха
02 ნოემბერი 2022 14:04
4
და რატომ გამოცვალა ცხადი არ არის? სამ დღეში ერთერთი უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ატალანტასთან, რომლის წაგებაც ძალიან გაურთულებს საქმეს ნაპოლის. ადრეც უნდა გაეყვანა ლობოტკაც და კვარაც, გადაღლილები ჩანან ისედაც. საერთოდ არ მახსოვს კვარას ამდენჯერ დაეკარგოს ბურთი რაც გუშინ, იმას არ ვამბობ ცუდად ითამაშა მეთქი, მაგრამ დაღლილობა თავისას შვება , ისიც საგულისხმოა ასეთ დროს ტრამვის საშიშროება იზრდება და ნეტავ რატომ უნდა გაერისკა?
კახას
02 ნოემბერი 2022 18:38
0
"კეთილმოსურნენი" რა შენიღბულად კბენენ ხვიჩას
ზაქრო
02 ნოემბერი 2022 12:38
1
სპალეტი პრაგმატულად მოიქცა თავი აღარ შეაკლა და მაგიტომ გაიყვანა ხალხი. რაღაც რეკორდებს და დაუმარცხებელ სერიებს არ გამოეკიდება, სულ ფეხებზე კიდია ჩვენ ბიძია გვაქ საქმე და როგორც საჭიროა ისე ვიზამთო. რო დაინახა რო ფეხებს ვერ მოჭამდნენ რაღა 4 გოლს გაიტანენ ეხლაო ეგრევე გაიყვანა ხალხი
1
02 ნოემბერი 2022 02:21
19
კი, უეჭველს ბაზრობ, სპალეტიმ თუ საერთოდ რამე გაარტყა ამ შეხვედრაში, ეს სწორედ კვარას შეცვლის დრო (82 წთ) იყო... ალბათ, იცოდა, რომ 7 წუთზე მეტს ვეღარ დაამატებდა ის ჩვენის ინგლისურად მომსაჯო გერმანელი სუდია....
დდდ
02 ნოემბერი 2022 02:51
2
ცოტა გაიზარდეთ
1
02 ნოემბერი 2022 04:11
0
თამაშს იგებს გატანილი გოლი და არა რამდენს "აჭმევ" მოწინააღმდეგეს
მერა-ს
02 ნოემბერი 2022 03:50
43
Სად ათამაშა კვარა ამ მართლა მატრაკვეცამ?რა ექსპლუატაციას უწევს ხვიჩას, ესე აქტიურად დაცვაში რომ აძალებს თამაშს,ამით ხომ შეტევის პოტენციალს ამცირებს, ვეღარ ასწრებდა ბიჭი შეტევაში გადასვლას, თან მკაცრად მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე არცერთხელ არ გადასულა, არც ცენტრში ე.ი.აუკრძალა და შებოჭა ხვიჩა სპალეტიმ. Არ ათამაშა ბიჭს ფეხბურთი, ოსიმენსს ყარაულის თოფივით კიდევ გაუვარდება და გოლს გაიტანსო...იგივეს ვიტყვი ლობოტკაზე, თან მთელი შავი სამუშაო შეასრულებინა და ისე დაღალა ორივე, რომ შეცვლა მოუწია და ქეც გაურჭეს ეგრევე ორი გოლი, იმენნა სპალეტი! Ეს რა უტვინო ყოფილა, არ მეგონა, იმედია მიხვდება რა უმძიმესი შეცდომები დაუშვა ტაქტიკაში,რასაც კლოპის ლივერპული, სალახის თამადობით არავის პატიობს.
დავითი
02 ნოემბერი 2022 02:37
5
ეხ ლუჩანო არ უნდა გაგეყვანა ხვიჩა :)
ზურა
02 ნოემბერი 2022 19:54
0
ვინც კარგად ერკვევით ფეხბურთის წესებში, იქნება გამარკვიოთ რატომ ჩაეთვალა გოლის გატანა სალაჰს ? მომეჩვენა, რომ სანამ სალაჰი დაარტყვდა, ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.
გრიგოლი
02 ნოემბერი 2022 13:56
0
ბურთმა მთლიანად უნდა გადაკვთოს კარის ხაზი, ანუ ძალიან მცირე ნაწილიც რომ იყოს ხაზს აქეთ, არ ჩაითვლება.
არტ
02 ნოემბერი 2022 19:41
0
სტო-პრო პენალი იყო
kaxa
03 ნოემბერი 2022 00:59
0
ხვიჩა რომ ყოფილიყო შესაძლოა მაინც წაეგო და უფრო დიდი ანგარიშითაც, ხვიჩა კი არა მესი ნეიმარი და მბამპეა ერთად მოედანზე და მაინც აგებს თამაშებს პსჟ.
semi
02 ნოემბერი 2022 12:20
23

სიახლეები პოპულარული