კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
Aset tamashebshi modis gamocdileba rac kvaras ar aqvs jer,momavalshi ufro solidur tamashebs achvenebs,ise dges marto flangze iko miwepebuli arafrit shevida centrisken an marjvena frtaze,albat davaleba iko maseti,ise politano ra tkvila kavt da elmasi xom saertod ver mivxdi ras tamashobs?erti mokle uazro arafrismomcemi pasis gaketeba icis swrafad da mand morchaa...
Givi
02 ნოემბერი 2022 09:16
3
მისტერ სპალეტიმ მატჩამდე თქვა, რომ ამ მატჩის ბედს მნიშვნელოვანწილად სალაჰი და კვარაცხელია გადაწყვეტენო. მაგრამ 81 წუთზე რატომღაც არ მოეწონა კვარაცცხელიას დარტყმა და შეცვალა, რა სულ კვარაზე ბრაზობს ეგ თავტლიპინა:) კიდეც შეუგდო მერე სალაჰმა და გამთამაშაბელი და გამტანი არავინ დარჩაა კვარაცხელია-ლობოტკა-ოსიმენის სახით და რაღას იზამდა მერე, აქეთ მიიღო მეორე...
irakli
03 ნოემბერი 2022 17:24
0
ტიაგო რომ არ მიყავთ მსოფლიოზე ამოუხსნელია.
david2101
02 ნოემბერი 2022 02:28
4
ცხადია,ხვიჩამ თავისი ფიზიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
გელა
03 ნოემბერი 2022 08:36
0
არ ცალია გიორგის, ორჯონიკიძეშია საქმეებზე))))))))))
ფირუზა
02 ნოემბერი 2022 13:09
4
ჩემმა სვისტოკმა გაამართლა, ვუყურებდი ხვიჩას და თან ვუსტვენდი, შემდეგ თამაშებშიც დავუსტვენ!
ვახო სანაია.
02 ნოემბერი 2022 13:47
8
გიორგი ჭანტურია დააბრუნეთ, კვარას ბევრად ჯობს.
pop
02 ნოემბერი 2022 12:24
21
სპალეტი სასუელოდან გამომდინარე ფიქრობდა ოსიმენთან ხვიჩას დაწყვილებაზე ისევ გამოცდას, მიხვდა,რომ იჩქარა და შეცვალა სავარაუდოდ შემდეგში სიმეონეს დაუწყვილებს...
rolo
04 ნოემბერი 2022 14:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული