სპალეტი: მოგება შეგვეძლო - შედეგი სტრატოსფერულია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" სტუმრად "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ვთვლი, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დროის უმეტეს ნაწილში ბურთს კარგად ვფლობდით და მომენტებს ბალანსის შენარჩუნებითა და რაიმე დანაკარგის გარეშე ვქმნიდით. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. აქ ჩამოსვლა და ასე თამაში ადვილი არ არის. ბოლოს მქონდა შეგრძნება, რომ ჩემმა გუნდმა იცოდა რა, რომ ასეთ უპირატესობას ფლობდა, ცოტა ტემპს მოუკლო. მეტოქემ კი შესაძლებლობები უნარიანად გამოიყენა.

ფრით დაკმაყოფილების ნაცვლად გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ამ შეხვედრებმა დაადასტურა,
რომ როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად მაღალ დონეს მივაღწიეთ. მენტალურადაც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება შეგვეძლო. გვაქვს საკუთარი თავის რწმენა. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სტრატოსფერული შედეგია".

მკითხველის კომენტარები / 21 /
შეეშვით სპალეტის. ყველაფერი სწორად გააკეთა. დაღლილი ჩანდა ხვიჩა მეორე ტაიმის შუა ნაწილიდან . არცაა გასაკვირი. ყოველ სამ დღეში ერთხელ უწევთ თამაში და იგივე ლობოტკა და ჟელინსკიც გამოფიტულები ჩანან . ოსიმენს და ანგისას გაუცდათ რაღაც დრო და ამიტომ ნაკლებად არიან გადაღლილები. ოთხი გოლის გამტანი ლივერპული, ამ მდგომარეობაში მყოფი, ნამდვილად არ იყო. ის ორი გოლიც სტანდარტულებიდან გავიდა და კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი იყო - თამაში თავდებოდა და მოდუნდნენ. რაც შეეხება ხვიჩას - გუშინ ისეთი ვერ იყო, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ახლა მთავარია შემდეგი თამაშისთვის ძალების აღდგენა მოასწროს. წარმატებები ჩვენს ბიჭს!
არტ
02 ნოემბერი 2022 11:05
4
სპალეტიმ წააგო ეს თამაში. ხვიჩა და ლობოდკა არ უნდა გაეყვანა. ზელინსკიც სასტარტოში უნდა ყოლოდა და მარი რუიც. არც ისე გრძელი სათადარიგო სკამი აქვს როგორც ტრაბახობს. ხვიჩაში ვარსკვლავს ვერავინ ჩაახშობს. და არც ყველა დარტყმულ ბურთზე გოლი მოთხოვოს ხვიჩას არის სწორი.
gio
02 ნოემბერი 2022 10:25
11
სხვათა შორის ორივე გოლი ლივერპოოლმა კუთხურების შემდეგ გაიტანა და არა მარჯვენა ფლანგიდან სტრაფი შეტევის შედეგად. ისე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაპოლის კართან ის ორი საგოლე მომენტი,სწორედ კვარას ფრთიდან შეიქმნა.....ასევე კვარა და ის ნორვეგიელი ბოლოსკენ ისე დაიღალნენ რომ საჭირო იყო მათი ერთად შეცვლა და შეცვალა კიდეც, ის ბოლო მომენტიც, როდესაც კვარა ოსიმენმა ერთი-ერთზე დატოვა მცველთან, სწორედ დაღლილობის გამო გაანიავა, როდესაც სადღაც დაარტყა,რასაც სპალეტის რა რეაქციაც მოჰყვა თვითონ ნახეთ.
ამირანი
02 ნოემბერი 2022 10:03
6
ასეა ჩემო სპალეტო ხვიჩას კარგი თამაშის მერე მწვრთნელებს თავი რაღაც განსაკუთრებული ჰგონიათ....... ვილიმაც ირწმუნა რომ მართლაც მაგარია.... ასე დაემართა სპალოსაც! ბიძია გაუფრთხილდით მაგ მარგალიტს როგორც კი ხვიჩა გაიყვანა ეგრევე ვთქვი ეხლა მაგარს მიაწვება ლივერითქო მომენტს მომენტზე რო შექმნიდან ეს ცხადი იყო.
რონი
02 ნოემბერი 2022 09:35
7
ფაქტია რომ ძლიერი გუნდია ნაპოლი როგორც ასეთი ფსიქოლოგიური უპირატესობა ლივერპულმა ვერ მოიპოვა მთელი მატჩის განმავლობაში ბოლო წუთების გარდა.ვერ გახსნიდა თამაშს კარკად იცოდნენ ფეხბურთელებმაც და არასქნახაობრივი თამაში გამოვიდა.ფაქტია ამ თამაშებამდე ვერცერთმა გუნდმა დიდმა თავის მოედანზე ვერ გადაწონა და ეს არის ძაან მაგარი.რიდესაც საკუთარ მოედანზე შტურმი ვერ ხერხდება მაღალ კლასზე მიუთითებს.მაყურებელიც გრძნობდა რომ რაც უნდოდათ ძნელი შესასრულებელი იყო.
35
02 ნოემბერი 2022 09:07
0
ძმობილო მართალი ხარ, ყველას მოგება გვინდა, მაგრამ ნახე დპალეტი რომ დარწმუნდა 4 ბურთს არ გაუშვებდა, მაშინ შეცვალა და ძალით წააგო, ვინაიდან 2 კვარას მეურვე დატანჯული ფეხბურთელი განთავისუფლდა, თან 1 ადგილი გაინაღდა, ძაან ძნელი მატჩი აქვს 2დღეში ატალანტასთან, თან ტოტალიზატორის კუშებს გადახედე ნოლით ნოლი რომ იყო და….
Suxumchanin
02 ნოემბერი 2022 07:44
4
ამ კაცს ეტყიბა რომ სტრატოსფერო მაგრა უყვარს წამდაუწუმ რომ ახსენებს P ვინმემ ქნას მადლი და საჰაერო ბურთით აიყვანოს სტრატოსფეროში ! იქნება მერე მოვიდეს აზრზე და ხვიჩა არ შეცვალოს ხოლმე ! აი ეხლაც შეცვალა და ეგრევე შეუპამოალეს 2 გოლი @ ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ხვიჩა ქართველია და ჩვენია ! სანამ ხვიჩა მოედანზე იყო ლივერპულის მარჯვენა ფლანგი შებოჭილი იყო და ვერ ბედავდნენ წინ წასვლას გავიდა ხვიჩა და გაილაღეს ! ორივე გოლი მარჯვენა ფლანგიდან შეტევის მერე გაიტანეს ! თუ ფრეზე უნდოდა თამაში მაშინ ელმასი კი არა მარიო რუი უნდა შეეყვანა
zura222
02 ნოემბერი 2022 04:31
12
ვანია გოლები კი გავიდა მარცხენა კუთხურიდან მაგრამ ის შეტევები საიდან დაიწყო ? ზუსტად დაცვის მარჯვენა ფლანგიდან !!
zura222
02 ნოემბერი 2022 18:55
0
რა შუაშია მარჯვენა ფლანგი. ჯერ ერთი სტანდარტულებიდან გავიდა და ისიც მარცხენა კუთხურებიდან. მართლა ნუ დაიბრმავებთ თვალებს. სულ ხომ მოიგებს გუნდი. წააგეს არა იმიტომ რომ ხვიჩა გავიდა, არამედ იმიტომ რომ ბოლო წუთებზე მოდუნდნენ
ივან
02 ნოემბერი 2022 08:10
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული