სასწაული ქამბექი ტურინში - "იუვენტუსმა" პსჟ-ს 5 წუთში 3 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 2 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "პარი სენ ჟერმენი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა.

84-ე წუთისთვის პარიზელები 4:1 იგებდნენ, თუმცა "ბიანკონერიმ" შეძლო და მატჩის ბედი შემოატრიალა, 95-ე წუთზე ლორენცო ანხელეს გოლით ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა.

ჯგუფში პირველი ადგილი 13 ქულით "პარი სენ ჟერმენმა" დაიკავა, "იუვენტუსი" კი 11 ქულით მეორე პოზიციას დასჯერდა. 7 ქულით მე-3 ადგილზე "ბენფიკა" გავიდა, "მაკაბიმ" კი ასპარეზობა 3 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაწყობილი მგონია.თქვენ როგორ ფიქრობთ
ჯანაშია ვაგნერი.
04 ნოემბერი 2022 16:22
0
ვინც გუშინ ლიგას უყურა და ჩემსავით სამჯერ ან მეტჯერ წაიკითხა სათაური სანამ სტატიას გახსნიდა ლაიქ )))))
დავითი
03 ნოემბერი 2022 13:56
0
ვიფიქრე ასე, როგორ გავითიშე, ეგ რომ არ მახსოვს მეთქი.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რრრ
03 ნოემბერი 2022 18:51
0

სიახლეები პოპულარული