"არ მგონია, ნეაპოლელები ჩვენთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი იყვნენ" - "აინტრახტის" დირექტორი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტი" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგზე კომენტარი ფრანკფურტული კლუბის სპორტულმა" დირექტორმა მარკუს კრიოშემ გააკეთა.

"ჩვენ ვიცოდით, რომ 1/8-ფინალში შესანიშნავ გუნდს შევხვდებოდით. "ნაპოლი" მართლაც კარგი კლუბია, რომელიც ჩინებულ სეზონს ატარებს. ეს რთული მეტოქეა, მაგრამ მსგავსი რამ მოსალოდნელი იყო.

არ ვფიქრობ, რომ სერიოზულად არ აღგვიქვამენ და ისიც კი არ მგონია, ჩვენთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი იყვნენ", - ციტირებს კრიოშეს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.

პირველი მატჩი 14 თებერვალს ფრანკფურტში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 7 მარტს ნეაპოლში.

ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს უეფას თასის
მესამე რაუნდში დაუპირისპირდნენ და მაშინ ორი შეხვედრის ჯამში გერმანულმა გუნდმა იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა აინტრახტი გერმანიაში დაახლოებით იგივე კლასის გუნდია, ევროპა ლიგა მოგებული აქვთ და ჩემპიონატშიც ოთხეულისთვის იბრძოდა ხოლმე, წელს აქვს ცუდი სეზონი და ნაპოლის კიდე პირიქით - ფანტასტიური... ნაპოლის უპირატესობა ცხადია აქვს და აინტრატმაც იცის ეგ, მარა ბევრად დიდი არა, თუ ნაპოლი სრული სერიოზულობით არ მიუდგება შეხვედრებს, შეიძლება დაისაჯონ. თუმცა თუ ეს სვლა შეინარჩუნა ჩვენი ოქროს ბიჭის გუნდმა და ხვიჩაც ჯანმრთელად იქნა (ფუფუფუ, ხეზე ვაკაკუნებ) უშანსოდაა ფაქტიურად აინტრახტი... ისე მეოთხედფინალშიც წილისყრაა ხო? ვარაუდები ვის შეხვდება იქ არ არსებობს ხო?
რა მაფიაა?
01:41 08-11-2022
2
"პირველი მატჩი 14 თებერვალს ფრანკფურტში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 7 მარტს ნეაპოლში".
რედაქციავ, გაასწორეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია! სინამდვილეში, პირველი მატჩი ფრანკფურტში 21 თებერვალს ტარდება, ხოლო განმეორებითი თამაში 15 მარტს იქნება ნეაპოლში
სიმართლე
10:54 08-11-2022
0

სიახლეები პოპულარული