"შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება?" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანულ გამოცემა Sport Bild-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

71 წლის კინორეჟისორის თქმით, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

- რას ფიქრობთ "აინტრახტთან" დაპირისპირებაზე?
- სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად გამიხარდა, რადგან რთული მეტოქე არ შეგვხვედრია, თუმცა ფრანკფურტელებს მიმდინარე სეზონში დიდი გეგმები აქვთ, ისინი ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ველი, რომ ორმატჩიანი დაპირისპირება საინტერესო და უხვგოლიანი გამოვა. არ ვფიქრობთ, რომ მათზე უკეთესი გუნდი ვართ, შანსები თანაბარია.

- მოწინააღმდეგე გუნდი
დან რომელ ფეხბურთელებს დაიმატებდით?
- ივან ნდიკა, მარიო გიოტცე და კოლო მუანი, ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. 

- შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. მჯერა, რომ "ნაპოლის" ამ ტურნირის მოგება შეუძლია. მართალია, ფავორიტად არ ვითვლებით, თუმცა ვეცდებით, სიურპრიზი შემოგთავაზოთ" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება გერმანიაში 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს

altოსიმენი გაფრინდა და რონალდოს რეკორდი დაამხო

altdiariogol: კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ პერესს მისი შეძენა სთხოვა

მკითხველის კომენტარები / 11 /
წელს ნაპოლის აქვს შანსი რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს - რეალს და სიტის ჩავარდნა აქვთ, ბარსა ლიგაზე არ არის, ბაიერნიდან და პსჟ- დან ერთერთი გავარდება... ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატის მერე იქ მონაწილე ფეხბურთელებს ფიზიკური და ფსიქოლოგური დაღმასვლა ეტყობათ. გაისად ყველა ეს გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება და ნაპოლის ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს აღარ მიეცეს, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოიყენონ...
არტ
11:54 10-02-2023
0
ყველა ქართველის სურვილია(ნაციონალები არ ითვლებიან)ხვიჩამ დუბლი შეასრულოს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა დონის ტურნირია, პსჟ და სიტი უკვე ათეული წლები ცდილობენ, მილიარდები დახარჯეს მაგრამ მაინც ვერ იგებენ, გამოცდილება აკლიათ ნაპოლის ფეხბურთელებს ლიგაზე თამაშის, ღმერთმა ქნას რომ მოიგონ, მაგრამ ნახევარფინალს რომ მიაღწიონ ეს იქნება უდიდესი წარმატება ნაპოლისთვის ამ წელს
მამუკა
00:52 10-02-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული