დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პირველი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.
"დორტმუნდმა" დაძაბულ ბრძოლაში სახლში "ჩელსის" 1:0 სძლია და ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაწყდება.
"ბენფიკამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ბრიუგეს" და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 8 მარტს გაიმართება.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ჩელსი 1:0
გოლი: ადეიემი (63)
დორტმუნდი - ჩელსი 1:0
გოლი: ადეიემი (63)
ბრიუგე. „იან ბრეიდელი“. 24 136 მაყურებელი
ბრიუგე - ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (51, პენ), 0:2 ნერესი (82)
-
"ჩელსიმ" ზიდიზედ 4 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.
- 100-მილიონევროიანმა შენაძენმა მუდრიკმა "ჩელსიში" ვერც მეოთხე შეხვედრაში ვერ გამოიჩინა თავი და 71-ე წუთზე შეცვალეს.