კვარაცხელია და ოსიმენი "აინტრახტისთვის" სრულ მზადყოფნაში - ნიგერიელმა "ნაპოლის" ფანები დაამშვიდა

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, ამის შესახებ ნიგერიელმა გულშემატკივრებს Twitter-ის მეშვეობით აცნობა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფორვარდი "სასუოლოსთან" მატჩის 84-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანეს და ის სამედიცინო შტაბს ბარძაყზე მიუთითებდა. 

აფრიკელმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ფანებს უპასუხა, რომ სერიოზული არაფერია და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
KK 77 ისეთივე მარცხენა გარემარბია, როგორც MM 11 (მიხეილ მესხი) იყო!
გვიმრავლოს ღმერთმა კვარასნაირები!...
ლაშა
11:42 19-02-2023
0
ამ თამაშსაც მოვიგებთ ხვიჩას და ოსიმენის მონდომებით,შემდეგში დაცვას უფრო მეტი ყურადღება მართებს,ასევე მინდვრის შუაგულში მოთამაშეებს ლობოტკას გარდა!!!
ზაზა
13:12 19-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული