"აინტრახტის" მცველი: ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია და ეს სასწაული არ იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "აინტრახტს" დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანკფურტელთა 26 წლის წარმოშობით ანგოლელმა და პორტუგალიის მოქალაქე მცველმა აურელიო ბუტამ გააკეთა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს არ კარგავს:

"მატჩის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ და დაწინაურებაც შეგვეძლო. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.

ოსიმენი დიდებული თავდამსხმელია, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია. ვფიქრობ, სასწაული არ გვჭირდება... უბრალოდ, ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, ვიცით, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია", - ამბობს ბუტა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე მეც დამცინავი კომენტარის დაწერას ვაპირებდი,მაგრამ რა თქვა ისეთი?ფეხბურთელმა რა უნდა თქვას- შანნნსი არა გვაქვს,სერიალზე გადარათეთ და სტადიონზე ნუ მოხვალთო?
Levani
05:56 04-03-2023
0
როგორც ედუარდ ამბროსოვიჩი იტყოდა; მანამდე არ აგიდგათ გვერდები აინტრახტს!!!
David
12:21 28-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული