"აინტრახტის" მცველი: ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია და ეს სასწაული არ იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "აინტრახტს" დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანკფურტელთა 26 წლის წარმოშობით ანგოლელმა და პორტუგალიის მოქალაქე მცველმა აურელიო ბუტამ გააკეთა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს არ კარგავს:

"მატჩის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ და დაწინაურებაც შეგვეძლო. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.

ოსიმენი დიდებული თავდამსხმელია, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია. ვფიქრობ, სასწაული არ გვჭირდება... უბრალოდ, ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, ვიცით, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია", - ამბობს ბუტა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე მეც დამცინავი კომენტარის დაწერას ვაპირებდი,მაგრამ რა თქვა ისეთი?ფეხბურთელმა რა უნდა თქვას- შანნნსი არა გვაქვს,სერიალზე გადარათეთ და სტადიონზე ნუ მოხვალთო?
Levani
04 მარტი 2023 05:56
0
როგორც ედუარდ ამბროსოვიჩი იტყოდა; მანამდე არ აგიდგათ გვერდები აინტრახტს!!!
David
28 თებერვალი 2023 12:21
2
ჯიგარო, ბაირონი ლორდი იყო და მაგი იყო პესიმისტი და შენ როგორ ხარ ასეთი ოფტიმისტი.არა ისე მისასალმებელია მაგრამ....ლინგვისტი გამიგია,მორფინისტიც გამიგია,მაგრამ ასეთი ოპტიმისტი ნაღდად არა.ღმერთს ებარებოდე ჯიგარო
კახა ქ.
28 თებერვალი 2023 08:48
3
იყო დრო ჩვენც ამ დღეში ვიყავით,ცოტა ხანში გამოკეთდება
კაკო
22 თებერვალი 2023 21:07
1
შენ რა გითხარი სპალეტი რა დღეში ჩაგიგდია ბავშვი, საღად აზროვნების უნარი დაუკარგია.
ეეე
22 თებერვალი 2023 19:50
2
კი კი აბა რაა კი კი :-D
???
22 თებერვალი 2023 18:43
1
კვარამ ფენომენალური პასის დროს გიოტცეს რა გაუკეთა თუ დაამუღამეთ :დ

რათქმაუნდა გამორიცხული არაფერია, ორი გოლის გატანა აინტხარტსაც შეუძლია და თამაშის შემობრუნება.სპალეტიმაც ეგ თქვა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და არ არიან მეოთხედფინალში გასულები. ამიტომ ამაზე არც უნდა იფიქრონ და ამ მოგებამ უპირატესობა არ უნდა აგრძნობინოთ.
რა გაძლებს ახლა მომდევნო თამაშამდე
!!
22 თებერვალი 2023 16:36
3
მთვარეზე კოოპერატივის გახსნა უფრო ლოგიკური იქნება...
ლაშა
22 თებერვალი 2023 16:36
5
Araa egre burti mrgvalia da es berjer momxdara(didi handikapebis agmopxvra)kagi isaa rom spaleti ar piqrobs shensavit da shansi
50/50zea o idzaxis rom gundi ar moeshvas da itamashos ise rogorc koveltvis ;)
L.J .
22 თებერვალი 2023 16:46
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული