მათეუსის აზრით, "ნაპოლი" მეოთხედფინალში "ბაიერნისთვის" ყველაზე რთული მეტოქე იქნება

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "აინტრახტს" "ნაპოლისთან" შანსი არ აქვს.

"პარასკევს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კენჭისყრა ჩატარდება და ვფიქრობ, "ბაიერნს" არავის შიში არ უნდა ჰქონდეს. ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე შეიძლება "ნაპოლი" იყოს, რომელიც სერია A-ში ისე თამაშობს, თითქოს იქ მეტი სხვა გუნდი არაა და 18 ქულით დაწინაურდა.

ფრანკფურტში მათ დაამტკიცეს, რომ სტუმრადაც მოგებაზე თამაშობენ. შესანიშნავი და ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელები ჰყავთ. მე მივიჩნევ, რომ "ბაიერნისთვის" უკეთესი იქნება, მაგალითად, "ჩელსის" შეხვდეს, ვიდრე "ნაპოლის". სამწუხაროდ, "აინტრახტს", იმის გათვალისწინებით,
რომ კოლო მუანი არ ეყოლება და პირველი შეხვედრა 0:2 წააგო, შანსი არ აქვს", - წერს მათეუსი Sky Sport-ის სვეტში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩა ბაიერნის დაცვას გაჩენის დღეს აწყევლინებს,თუ არადა ნახავთ,ნეტა მართლა ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს,მაგარი თამაში გამოვა,ნაპოლი გაიმარჯვებს!!! დამიჯერეთ,დაიჯერეთ!!!
ზაზა
23:35 14-03-2023
7
დიდი ფეხბურთელი იყო მათეუსი. პროგნოზიც სწორია. იმედია ფინალამდე არ გადაეყრებიან ერთმანეთს
ვანჩოპე
22:24 14-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული