ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანის პენტა-თრიკი - "სიტი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?

„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 038 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)

მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს ჰალანდი მაინც ყარაული მეგოლე მგონია და მომკალი თუ გინდა...
ზესტაფდონი
15 მარტი 2023 08:33
1
ჰოლანმა ერთხელ თქვა რომ მირჩევნია სულ 5 ჯერ შევეხო ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში და 5 გოლი გავიტანოო. და მგონი ზუსტად ეგ გააკეთა ეხლა, ბურთს არ უნდა გააკარო ეგ საერთოდ
Gvardi
15 მარტი 2023 07:09
0
ეხლა შედით და ნახეთ სათითაოდ სუყველა გოლი რომლებიც გაიტანა რომ იცოდეთ მაგის წინააღმდეგ რა უნდა გააკეთოთ. წამის მეასედი შეიძლება გამოიყენოს გოლად აქციოს, არეულობა რომ შეიქმნება მაგაშიც ძალიან სახიფათოა შანსებს არ უშვებს გოლი არ გაიტანოს. უდიდესი ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ფიზიკაც საერთოდ საჯარიმოში ბურთს არ უნდა შეეხოს ტიპი ვერც უნდა დაინახოს ბურთი სად არის. საჯარიმოში კარის სიახლოვეს. ეს ლონდრეები არ შეიძლება დაცვაში არ ვიცი ვინებს დააყენებს სანიოლი, საზონოვს დროზე დაუძახეთ და დააყენეთ დაცვაში კვერკველიაც ფორმაში რო იყოს კარგი იქნება. კარგი ბიჭები გვყავს მარა ზოგი ისეთი ლონდრეები არიან მაგათი იმედი ბოლომდე არა მაქ შეიძლება მაინც გაიტანოს მაგ მუტანტმა და მზად იყავით
speci
15 მარტი 2023 06:56
0
Laipcigs rom msajis gareshe ver daamarcxeb ragha ginda ligaze. Gvardiola samarcxvinonaa. Kenchisyraze yvelaze susts sheaxvedreben. Pirveli da meore goli achuqes magis mere sitis mekare unda gaegdot da laipcigis fexburtels misca yviteli. Gatexes gundi. Mag tamashs an moigebda an ara. Germaniashi gamochnda ra magrebic iyvnen gvardiolas jogi. Amati wamali reali iqneba.
Jjj
15 მარტი 2023 05:06
11
ესეც თქვენი პრემიერლიგა. მოგონილი პენალტი, მეორე გოლზე წესებს არღვევდა ჰალანდი მეკარეზე, ამას დამატებული შეიძლება თამაშგარეც ყოფილიყო არ გაამეორეს. სიტის მეკარე გასაგდები იყო და აქეთ მისცეს ყვითელი. მოკლედ გაწირეს ლაიპციგი. იმედია ნაპოლი არ შეხვდება თორემ იგივე მსაჯობა იქნება. კარგი იქნება ბავარია ან რეალი შეხვდეს. არ დამიწყოთ ჩაწყობები არ ხდება და ეგეთები, ასეთი სამარცხინო მსაჯობა კაი ხანია არ მინახავს. მსაჯმა გამეორებაზე ნახე და ასე უტიფრად დანიშნა პენალტი და მეკარემ ტაიკვანდო ჩაატარა და ჯარიმაც არ დადო. მატჩის რეჟისორები სიტის საეჭვო მომენტებს საერთოდ არ ამეორებდნენ. რუსულ არხზე ვუყურებდი და კომენტატორიც ბრიყვივით გაიძახოდა რა მაგარია სიტიო. მოკლედ ფეხბურთს შეგაზიზღებენ.
დათო
15 მარტი 2023 04:27
12
დონარუმა რომ ისროლა ბენზემამ ერთ მეტრზე, ის ამაზე აშკარა დარღვევა იყო და რეალს გოლი ჩაუთვალეს. თან ამ თამაშისგან განსხვავებით სადაც სიტის უპირატესობა თავიდანვე თვალში საცემი იყო, იმ თამაშში მაგ მომენტამდე პესეჟეს სრული უპირატესობა ქონდა რეალთან - კარისკენ არ ქონდათ დარტყმული მადრიდელებს საერთოდ. ასე რომ არ გვინდა ახლა ეს პრემიერლიგა და მაგისთანები.
გულშემატკივარი
15 მარტი 2023 13:32
0
7:0 წააგო ლაიფციგმა და გაწირესო?:) როცა უსუსური ხარ შენი გულშემატკივარიც კი არ გწყალობს არათუ მსაჯი
toti
15 მარტი 2023 10:24
3
ყველა გამოხმაურება
გოლის ალღოთი ვფიქრობ დღეს N1 ჰალანდი. წელს ოქროს ბურთს ვერავინ წაართმევს. არადა ხვიჩა შემოქმედია ,უფრო ლამაზია მისი დრიბლინგების, პასების, დარტყმების ყურება
დავით 67
15 მარტი 2023 03:53
5
ამაზე იმას ვიტყვი რომ ჯერ სეზონი არ დამთავრებულა და გუშინდელმა მატჩმა შეიძლება ყველაფერი შემოატრიალოს. მე მაინც მგონია რომ ოქროს ბურთს მისცემენ. თუ ლიგა მოიგო სიტიმ მაშინ ხომ ორი აზრი არაა.რატომღაც მგონია რომ გვარდიოლას რომ არ შეეცვალა 63წთზე მე-6 გოლსაც გაიტანდა და ყველანაირ რეკორდს მოხსიდა.ძალიან "მოშნი" ფორვარდია ჰალანდი
დავით 67-ს-ს
15 მარტი 2023 16:10
2
გამოკითხვის პროცენტებს გადახედე და ისე გააკეთე დასკვნა! 3%-ი ჰალანდს, მპაბეს იგივე, ჩვენს ხვიჩასაც იგივე და ასე შემდეგ, ხოლო ლეო მესის 40%-ი აქვს! ამაზე რას იტყვი?
დავით67-ს
15 მარტი 2023 12:52
1
ხვიჩა 6 გოლს გაიტანს EintrachtFrankfurt-ის კარში.
ქ. გ.
15 მარტი 2023 03:53
20
დე ბრუინი მაგარი კაცია.რო არ აღნიშნა.პატივისცემა გამოიჩინა
ჯელა
15 მარტი 2023 02:47
2
გვარდიოლა შენი სისხლი გაშრა რაააა.მეგობრებო,თუ შეიძლება მითხარით არის თუ არა ისეთი,ვისაც 6 გოლი აქვს გატანილი ლიგაზე.წინასწარ მადლობა.ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და რატო გაიყვანა და დაბლოკა ვერ მივხვდი
ჯელა
15 მარტი 2023 02:23
2
Luis adriano shaxtarshi,mesi barsashi da gushin haalandi
L.J .
15 მარტი 2023 11:35
0
არ არის.მხოლოდ მესის და ჰალანდს აქვთ გატანილი 5-5 გოლი.
არა
15 მარტი 2023 05:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული