„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?
„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)
პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)
მივიღე: 14 Dislike-ი.
თუ გაიტანს 6 ან 7 გოლს, ვინც Dislike-ი გაიმეტა, მოდით ხვალ და ბოდიში მოიხადეთ.
ჰოლანდი? მისი განეიტრალება რთულია, მაგრამ აქ ხოჭოლავას და საზანოვს ექნებათ მაგარი შანსი დაამტკიცონ თავისი სიძლიერე.
ხო, ნორვეგიელები ძლიერები არიან, მაგრამ რომ ჩაუკვირდე დღესდღეობით მაგათზე მეტი თუ არა ნაკლებიც არ ვართ. მე ეგრე ვფიქრობ...
წარმატებები ბიჭებს!