ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანის პენტა-თრიკი - "სიტი" და "ინტერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„სიტიმ“ გასვლაზე ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „ლაიფციგი“ გაანადგურა (7:0) და ზედიზედ მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში. ჰოლანმა 5-ჯერ დალაშქრა ბლასვიხის კარი და მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე „ქალაქელთა“ რიგებში 36 შეხვედრაში 39 გოლია. ის მწვრთნელმა გვარდიოლამ 63-ე წუთზე შეცვალა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენს გაიტანდა და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როგორ შეაჩერებენ გიგანტურ ნორდს საქართველოს ნაკრების ნელი მცველები?

„ინტერმა“ დაამარცხა რა
სახლში „პორტუ“ (1:0), სტუმრად სასურველ ფრეს პრაგმატული თამაშით გაჭირვებით მიაღწია და 11 წლის მერე პირველად გავიდა 1/4-ფინალში. არადა, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს და მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანასთან ახლოს იყვნენ.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 038 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლაიფციგი 7:0
გოლები: 1:0 ჰოლანი (22, პენ), 2:0 ჰოლანი (24), 3:0 ჰოლანი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰოლანი (54), 6:0 ჰოლანი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

პორტუ. „დრაგაო“. 48 015 მაყურებელი
პორტუ - ინტერი 0:0
გაძევება: პეპე (90+7)

მკითხველის კომენტარები / 30 /
ესეც თქვენი პრემიერლიგა. მოგონილი პენალტი, მეორე გოლზე წესებს არღვევდა ჰალანდი მეკარეზე, ამას დამატებული შეიძლება თამაშგარეც ყოფილიყო არ გაამეორეს. სიტის მეკარე გასაგდები იყო და აქეთ მისცეს ყვითელი. მოკლედ გაწირეს ლაიპციგი. იმედია ნაპოლი არ შეხვდება თორემ იგივე მსაჯობა იქნება. კარგი იქნება ბავარია ან რეალი შეხვდეს. არ დამიწყოთ ჩაწყობები არ ხდება და ეგეთები, ასეთი სამარცხინო მსაჯობა კაი ხანია არ მინახავს. მსაჯმა გამეორებაზე ნახე და ასე უტიფრად დანიშნა პენალტი და მეკარემ ტაიკვანდო ჩაატარა და ჯარიმაც არ დადო. მატჩის რეჟისორები სიტის საეჭვო მომენტებს საერთოდ არ ამეორებდნენ. რუსულ არხზე ვუყურებდი და კომენტატორიც ბრიყვივით გაიძახოდა რა მაგარია სიტიო. მოკლედ ფეხბურთს შეგაზიზღებენ.
დათო
04:27 15-03-2023
12
Laipcigs rom msajis gareshe ver daamarcxeb ragha ginda ligaze. Gvardiola samarcxvinonaa. Kenchisyraze yvelaze susts sheaxvedreben. Pirveli da meore goli achuqes magis mere sitis mekare unda gaegdot da laipcigis fexburtels misca yviteli. Gatexes gundi. Mag tamashs an moigebda an ara. Germaniashi gamochnda ra magrebic iyvnen gvardiolas jogi. Amati wamali reali iqneba.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული