ნეაპოლი ცეცხლის ალშია - გერმანელი ფანები ქალაქში ძალადობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩის წინ ქალაქში არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით გერმანელ ულტრასებს თამაშზე დასწრების ნება არ დართეს, მათი ნაწილი მაინც ჩავიდა ნეაპოლში, სადაც ტიფოზებთან დაპირისპირებები მოხდა.

ფრანკფურტელმა ფანებმა დილიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ "ატალანტას" გულშემატკივრები შეუერთდნენ, ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს და შეტაკებებს აქვს ადგილი. ქუჩებში დამტვრეულია ავტომობილები, ისმის აფეთქებების ხმები და ხანძარია.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ქუჩები საბრძოლო მოქმედებების ადგილად გადაიქცა. პოლიცია წესრიგის დამყარებას და ქალაქიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გაყვანას ცდილობს. ქალაქის მერი გაეტანო მანფრედი პირადად
ხელმძღვნელობს ვითარების დასტაბილურებას.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მატჩი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან შეიძლება ფანებმა სტადიონზე ძალით შეღწევა სცადონ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩვენი პატრიოტა აგენტი ევროპელები იქაც ჩასულან.
odala
15 მარტი 2023 22:11
26
ნაცები ხომ არ ჩავიდნენ, რუსულ კანონს აპროტესტებენ
კგ
15 მარტი 2023 22:10
28
აინტრახტის გავლენების აგენტენი შემოესივნენ ნეაპოლს.
ემზარი
15 მარტი 2023 22:05
14
რამდენს ბედავენ ეს შობელძაღლები?!
გია
15 მარტი 2023 22:04
0
რა მატჩი არ გაიმართოს, სულელები ხო არ არიან ეგენი... რაც მთავრობას დავაკელით, რკინის ქალამნებით ჩავალთ და სახეს გავახევთ მაგათ...
რა მაფიაა?
15 მარტი 2023 22:01
45
და ეგ გეამაყება როცა ტრაბახობ , "რაც მთავრობას დავაკელითო" რა ნაკლები გადაწვით რუსთაველი? ამ გერმანელების არ მოგწონთ და თქვენი მოსაწონია? გამომიხვედით დიდი გმირები რა? თქვენც ეხლა საქართველოს ტერიტორიები დაიბრუნეთ რა? ვაი თქვენს პატრონს რითი ტრაბახობ?
რა მაფიაა-ს
15 მარტი 2023 22:11
19
ფრანკფურტის მაგარი ხულიგანი ფანები ყავს გერმანიაში ყველამ იცის
Levani
15 მარტი 2023 21:55
0
გერმანელები ძალადობენ და ნეაპოლელები ყვავილებს ესვრიან ჰო? კაით რა ორმხრივია ეგ და მე მეშიანია ნაპოლიც არა დასაჯონ, აინტრახტი ისედაც გავარდნილია.
გოგი
15 მარტი 2023 21:49
16
არა რა გერმანელები რაცაა ყველამ იცის, მაგრამ ეს ნეაპოლელებიც სუფთა ველურებია რა, რაც დროზე დაახვევს ხვიჩა მანდედან მით უკეთესი.
ეეე
15 მარტი 2023 21:26
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული