ნეაპოლი ცეცხლის ალშია - გერმანელი ფანები ქალაქში ძალადობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩის წინ ქალაქში არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით გერმანელ ულტრასებს თამაშზე დასწრების ნება არ დართეს, მათი ნაწილი მაინც ჩავიდა ნეაპოლში, სადაც ტიფოზებთან დაპირისპირებები მოხდა.

ფრანკფურტელმა ფანებმა დილიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ "ატალანტას" გულშემატკივრები შეუერთდნენ, ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს და შეტაკებებს აქვს ადგილი. ქუჩებში დამტვრეულია ავტომობილები, ისმის აფეთქებების ხმები და ხანძარია.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ქუჩები საბრძოლო მოქმედებების ადგილად გადაიქცა. პოლიცია წესრიგის დამყარებას და ქალაქიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გაყვანას ცდილობს. ქალაქის მერი გაეტანო მანფრედი პირადად
ხელმძღვნელობს ვითარების დასტაბილურებას.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მატჩი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან შეიძლება ფანებმა სტადიონზე ძალით შეღწევა სცადონ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ამათ შეხედეთ, ფანების მაშხალების ეშინიათ და მართლა ომი რომ დაიწყოს რუსეთთან სად შეძვრებიან, რისი მაქნისები ხართ თქვენი ქალაქი ვერ დაგიცვიათ პოლიციის დახმარების გარეშე, ქუზიიიიიიიიიინ ევროპელები
პაატა
16 მარტი 2023 14:30
2
შეწყდეს საფეხბურთო ისტერია. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმარტული.
გიული
16 მარტი 2023 00:05
0
უნდა ამოტენოს ნაპოლიმ კარგად აინტრახტი და თავის ვაიგულშემატკივრებთან ერთად გაუშვას უკან.
გივი
15 მარტი 2023 23:47
0
ვერ მივხვდი, ატალანტას ფანები რა შუაში არიან. წინა თამაშის მერე ჩარჩნენ ნეაპოლში?
გოგია
15 მარტი 2023 23:43
0
გმადლობთ პასუხისთვის
გოგია
16 მარტი 2023 08:31
0
ატლანტის ფანები იმ შუაში არიან,რომ ფრანკფურტის აინტრახტთან არიან დამეგობრებული,თან ნეაპოლელებს ვერ იტანენ.ასე რომ საერთო მიზნის განსახორციელებლად( ებერტყათ ნეაპოლელები)შეუერთდნენ ფრანკფურტელ ძმებს,თან ბილეთების შეძენაშიც დაეხმარნენ,თორემ ისე აინტრახტის ფანები სტადიონზე ვერ მოხვდებოდნენ.მოკლედ,მე იტალიელი პოლიციელები შემეცოდნენ,თორემ ეს მოხულიგნო ფანები ორივე მხრიდან,მაგათ ეტყობა ცემის მოთხოვნილება აქვთ...გიჟი თავისუფალია :-) :-)
მოცლილი
16 მარტი 2023 01:04
0
ევროპული ღირებულებები მოქმედებაშია
ბექა
15 მარტი 2023 23:18
13
ისევ თავიანთი გუნდი დაზარალდება. დაადებენ უზარმაზარ ჯარიმას და შეზღუდვებს დაუწესებენ. ცოტა ტვინიც უნდა დაატანო სანამ ასეთი უაზრო საქციელების მუღამში ხარ
Haaland
15 მარტი 2023 23:15
0
...რა გითხრათ აბა ჩემო კეთილო ხალხო: მომიტინგეების ძალადობა, ომის გაჩაღება ქაოსი და არეულობა გამხდარა დღევანდელი ევროპის პოლიტ ისტებლიშმენტის კრედო....ჩვენ????? არ მინდა ევროპა ვთქვა მოვიტყუები, მაგრამ არც ფერადი და ქაოსში მყოფია მიმზიდველი...სხვები რას ფიქრობთ არ ვიცი....
უცნობი
15 მარტი 2023 22:35
29
მაგარი გიჭირთ გონებაში შენ და შენისთანებს,ესე იგი თუ რაღაც ჩემი აზრი გამაჩნია რუსი ვარ?ეჰ როგორ გაკლიათ მართლა და თანაც სერიოზულად.
შენ-ს
16 მარტი 2023 00:53
2
მეგობარო ჩვენ ვფიქრობთ რომ რუსი ხარ , ან საბჭოთა კავშირის დიდი ფანატიკოსი !
მაგრამ იმედები გაგიცრუვდება რომ გაიგებ რომ საქართველოში 1 % ფიქრობს შენსავით !! დედა რუსეთი გენაცვალოს :)
შენ
15 მარტი 2023 23:26
20
არადა ეგ კანონი, კანადასა და ბრიტანეთში მიიღეს, აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედებს, ხოლო ევროკავშირში მიღებას ახლა აპირებენ...
ლაშა
15 მარტი 2023 22:34
35
ნაცებმა, ხო არ გადასხეს თავიანთი გაწვრთნილი " პატალა ბავშვების, დესანტი?"
შალიკო
15 მარტი 2023 22:32
28
ოო ჩაერთნენ საქმეში ქოც ტროლ-ბოტები))). სათაური რომ წავიკითხე წინასწარ ვიცოდი რა კომენტარები იქნებოდა. ძალიან გაგიტრუხდათ ბიჭებო)))
ირაკლი
15 მარტი 2023 22:21
28
აი ზუსტად სათაურის წაკითხვისას მეც ეგ გავიფიქრე. ეჰ
აკო
15 მარტი 2023 23:39
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული