"კვარამ" და პოლიტანომ მეორე ტაიმში მოუმატეს და გამოსავალიც ვიპოვეთ" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" 3:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"რა შეგრძნებაა, რომ ისტორია დავწერეთ? ნამდვილად შესანიშნავია და გულშემატკივრებთან ერთად ყველანი აღფრთოვანებული ვართ. ახლა აუცილებელია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და საქმისადმი ჩვენი მიდგომა არ შევცვალოთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის ხარისხი, როგორსაც ქომაგებს ხშირად ვთავაზობთ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ნაპოლი" ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდია? ამით არ ვამაყობ, ამ ხერხით მეტოქე შენზე ზეწოლას ახდენს.

რაც შეეხება
ოსიმენს, ვიქტორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, გვიხარია, რომ ასეთ წარმატებულ სეზონს ატარებს.

მეტოქე პირველ ტაიმში მჭიდროდ გვეთამაშებოდა, ამიტომ თავდაპირველად გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში "კვარამ" და პოლიტანომ მოუმატეს და მეტი გამოსავალიც ვიპოვეთ", - განაცხადა სპალეტიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მომავალი მეტოქე პარასკევს კენჭისყრაზე გაირკვევა.

altოსიმენის ნახტომმა თანაგუნდელი შოკში ჩააგდო [PHOTO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altკვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
კომენტარი გელას:არ ხარ მართალი,ჰოლანდიც ვინიც მბაპეც ნეიმარიც მესიც და ყველა ვინც გინდა დამისახელე,აქვთ ისეთი მატჩები, როდესაც არამც თუ გოლი, არამედ თამაშის დროს დაკარგულან,ნებისმიერს აქვს თამაში, როდესაც მშრალი გამოსულა
ზაზა
16 მარტი 2023 16:03
0
მხოლოდ შემდეგს ვიტყოდი/ვურჩევდი ხვიჩას.

მგონი კვარამ უნდა მოუმატოს მეორე სართულზე და დაცვაში მეტი სრულყოფილებისთვის. 10-დან 9-ს აგებს ბურთისთვის ბრძოლას.

თავდასხმას რაც შეეხება, მგონი მანდ არაფერი საკამათო არაა. გუშინ მართალია არ გაუტანია, მაგრამ კაი თამაში ჩაატარა საბოლოო ჯამში. მოწინააღმდეგის დაცვა დიდ ყურადღებას აქცევს და ეგ ბევრ სივრცეს უქმნის სხვებს და ზუსტი პასებით კარგად იყენებს ამ უპირატესობას.

mgoni
16 მარტი 2023 13:54
1
ძალიან ფასს ნუ დაუკარგავთ მეკარის როლს ფეხბურთში.კარებში იდგა გერმანიის ნაკრების მეკარე.7 საგოლე მომენტიდან 4 განმუხტა.ითამაშა ბრწყინვალედ.
1964 ავთო
16 მარტი 2023 12:05
0
აუცილებელი არ არის ყველა თამაში გოლი გაიტანოს ჯერ ერთი მეორე და მესამე გოლი კვარას პასით დაიწყო მერე მაგის ფლანგზე ქონდათ გაირმაგებული ყურადღება და პოლიტანოს მხარეს იმდენ ყურადღებას ვერ აქცევდნენ და კიდე შეცვალეს რო ა თამაში ს ბედი გადაწყვეტილი იყო და არა ინიტომ რო დაიღალა
ზაზა
16 მარტი 2023 10:17
1
ვულოცავ ნაპოლის და ხვიჩას ამ წარმატებას. ჩვენი ოქროს ბიჭუნა რომ მაგარია რით ვერ ხვდება ეს ხალხი? მიდი ხვიჩა მიაწექი პირველი ჩვენებით იარე. ღმერთი შენსკენ. მისი საუკეთესო თამაში არ იყო გუშინ მაგრამ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
roma bejanidze
16 მარტი 2023 09:32
1
კვარას დიხანია არ ყოფნის და მაგიტომ ცვლიან ასე ადრე სულ, Თორემ გოლს კი გაიტანდა, გოლები ხᲨირად გადის 80 წუᲗიდან
კახა
16 მარტი 2023 06:51
64
შენ კი ჩასკდი ,,დიხანია"-ში. :)
გოგია
16 მარტი 2023 16:39
0
ესეთი რამე კობახიძესაც არ უთქვამს
სიმართლე
16 მარტი 2023 09:55
9
ყველა გამოხმაურება
ისე, მაგ ბიჭი ჯოტია ცაავასავით როცა ნაგინებია და გაბრაზებული, გოლებს იტანს, რომ იცოდეთ თქვე ჭკუის კოლოფებო.
oto
16 მარტი 2023 06:24
13
მართალია ორ გოლში ხვიჩა დომინირებდა, მაგრამ იმენნა თავად რომ შეეტენა მაგ კვარასთან იღბალა მეკარისთვის, აი ეგ მინდოდა მაგრად. ნეაპოლში ისტორია იწერება, მთავარ როლში კვარა, ოსიმენი და ლობოტკაა, უფრო სწორად კი მთელი მეგობრული ნაპოლი
სტალინი
16 მარტი 2023 04:06
2
ხვიჩა ჩვენი ბრილიანტია! ჩვენი მსოფლიო დონის ფეხბურთელების მართლა ღირსეული მემკვიდრეა. მესხი, მეტრეველი, პაიჭაძე, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, შენგელია - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. სამწუხაროდ, მსოფლიომ ეს სახელები არ იცის, იმიტომ, რომ რუსულ საბჭოთა ჭაობში ვიხრჩობოდით!
კვარაისტი
16 მარტი 2023 03:53
7
გოლი არ გაუტანია და მორჩა მაგის ფეხბურთიო არ დაუწერიათ ჯერ?
ფეისბუქზე გამობობღდნენ უკვე ჩახავსებულები :დ

ვთვლი, რომ უდიდესი როლი ითამაშა დღეს კვარამ გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ მეკარემ რამდენჯერმე აუღო, და თითქოს შეუმჩნეველი იყო. მაგრამ მის გამო მარჯვენა ფლანგს სრული თავისუფლება ჰქონდა. მაგას რომ თავი დავანებოთ, ფაქტობრივად თვითონ შექმნა ოსიმენის მეორე გოლი.
ფეხბურთის აზრზე რომ არაა ისეთი ხალხი გოლის გარეშე დატოვებულ ყველა თამაშს ჩაგდებულად უთვლის.
რასვიზამთ.
გააგრძელეთ თვლა.
ძაღლი ჰყეფს და ქარავანი ისტორიას წერს ნეაპოლში!
!!
16 მარტი 2023 03:01
4
არ ვიცი როგორ მოგმართო,,საკუთარი სახელის დაწერასაც ვერ ბედავ როგორც ჩანს და დგახარ და სხვის კომენტარებს განიხილავ ორღობის ჭორიკანასავით,,რო იძახი გოლს რო ვერ იტანს იმ თამაშს ჩაგდებულად უთვლიან ზოგიო,,ზოგი არ ვიცი მაგრამ მეც მასე ვფიქრობ და ვიტყვი რატომაც და მერე შენ საწინააღმდეგო აზრი თუ გექნება დააფიქსირე არგუმენტებით და არა ისე როგორც აკეთებ,,კვარამ იმდენად მაღლა აწია თამასა რომ დიახაც ყველა თამაშში გოლს ან საგოლე მოქმედებას ველი იმიტომ რომ კვარა უკვე დგეს არის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მარგალიტი და დიახაც ყველა თამაშში უნდა დადოს შედეგი,,შეხედეთ მბაპეს,,ჰაალანდს,,მესის,,ვინისიუსს რაა ეს ბიჭები ყველა თამაშში არ დებენ შედეეგს??მაშინ მითხარი კვარასგან ნაკლებს რატო უნდა ველოდოთ რაა რომელიმეზე ნაკლებიაა??აგერ ზივზივაძე, კაჭარავა, ვოლკოვი ვინმე ითხოვს ან ელის მათგან ყველა თამაშში საგოლე ქმედებაას??არ შეუძლიათ მეტი და არც ჩვენ ვითხოვთ და ვისაც შეუძლია დიახაც ველით მისგან ყველა თამაშში რაგაც განსაკუთრებულს და სხვაობის შემქნელ ქმედებას,,აბა 5-6 თამაშში რო ერთი გოლი და ერთი ასისტი ქონდეს ხოლმე იქ კიარ იქნებოდა სადაც არის და იმ დონის ქება დიდებაში კიარ იქნებოდა როგორშიც არის,,კვარა არის მსოფლიო დონის ტალანტი ვარსკვლავი ახლა მისგან უკვე მეგა ვარსკვლავობას ველით აი მაგასაც რო მიაღწევს მერე უკვე ვითვალოთ მისი ტიტულები და ჯილდოები და ვიხაროთ ამით ქართველებმა და ყველა მისმა გულშემატკივარმა,,ვისაც გვჯერა მაგისი გაგვატარეთ თქვენ კი ჩამოდით და ზივზივაძეს უგულშემატკივრეთ თვეში 1-2 გოლს კი გაიტანს და მეტის ხილვა არ გდომებიათ,,((არც ბუდუს და არც ვოლკოვი კაჭარავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე მათი სახით)) მიდი კვარა აიწყვიტე საბოლოოდ და ყველა თამაშში დადე გოლი ან ასისტი რო იმ ხალხმაც დაიჯეროს ვისაც დგემდე არ ჯერა რო შენ ნებისმიერი დგევანდელი ვარსკვლავის ტოლი ხარ და ნებისმიერს დააჯენ სკამზე მათ შორის ვინისიუსსაც თუ დაჭირდა საქმეს
Gela
16 მარტი 2023 08:58
5
რატომ ბრაზობ?
baggio
16 მარტი 2023 08:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული