ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" "აინტრახტს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა, პიოტრ ზელინსკიმ კი გოლის გატანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა.
ოსიმენმა პირველი გოლი თავური დარტყმით გაიტანა და როგორც ჩანს, მისი თანაგუნდელი ფრანკ ზამბო-ანგისა ნიგერიელის ასეთი ნახტომით შოკში ჩავარდა.
კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ორი მატჩის ჯამში "აინტრახტს" 5:0 სძლია და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში [VIDEO]