ხვიჩა "მილანთან" ითამაშებს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაირკვა

AutoSharing Option

დღეს, 17 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ბრმა (განთესილები არ არიან, ნებისმიერი შესაძლოა ნებისმიერს შეხვდეს) წილისყრა გაიმართა.

გუნდები: "ნაპოლი" (იტალია), "მილანი" (იტალია), "ინტერი" (იტალია), მადრიდის "რეალი" (ესპანეთი), მიუნხენის "ბაიერნი" (გერმანია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი) და "ბენფიკა" (პორტუგალია).

წილისყრა:

მადრიდის "რეალი" - "ჩელსი"

"ინტერი" - "ბენფიკა"

"მანჩესტერ სიტი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"მილანი" - "ნაპოლი"

პოტენციური ნახევარფინალური წყვილები

მილანი/ნაპოლი V ინტერი/ბენფიკა
რეალი/ჩელსი V სიტი/ბაიერნი
შეხვედრები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება, ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს, ფინალური შეხვედრა კი 10 ივნისს, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 99 /
მილანი დიდი კლუბია და ისტორით და ტიტულებით ხუთი ნაპოლი ვერ მივა მასთან მაგრამ ქართულ მილანის ფან ფეიჯებზე არ შეიხედება ისეთებს წერენ, ჯერ არც ქართველის პატივისცემააქვთ და სასტიკად ლანძღავენ სექტანტებივით კვარას და ნაპოლის დავშლით და ფინალის გზა გაგვეხსნაო დდ: მე კი პირიქით ვფიქრობ და ნაპოლი "გადახსნის" მილანის დაცვას და პირობას ვდებ რომ ორივე თამაშს მოუგებენ "როსონერის" უშანსოდ. და მერო რამეში დარწმუნებული ვარ გამორიცხულია ის ესე არ მოხდეს.ლიგის ამ ეტაპზე პროგნოზები ფაქტიურად არასოდეს არ ამიცილებია. რათქმაუნდა ხვიჩა ორმაგად მოტივერებული გამოვა უკვე მეოთხედფინალია და აქ მგონია ის განკითხვის ღამეებს მოუწყობს მილანის დაცვას იქ და აქ აქაურ მილანის "სექტანტებს". ტიპები რა ღვარძლით მოიხსენიებენ კვარას ვითომ გადამთიელი იყოს, ერთია გუნდის სიყვარული მაგრამ ეს ფსკერს მიღმაა. კარგი გალანძღე ნაპოლი საქართველოს სიამაყეს მომავალს და იმედს რას ლანძღავთ თქვე არასწორებო. სახელი გაუტანა ამ გაჭირვებულ უცნობ ქვეყანას რომელსაც თქვენც წარმოადგენს გრცხვენოდეთ ეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ დავაკვირდი საკმაოდ ბევრი ამუნათებთ არასწორად ხვიჩას მილანის აქაურ ფან განყოფილებებში.
Charley
15:48 17-03-2023
2
იტალია-პორტუგალია ერთ მხარეს და პრემიერლიგა-რეალი-ბაიერნი მეორე მხარეს!
ოოო, ეს ნიშნავს რომ ნაპოლის შანსები გაიზარდა. ღმერთმა ქნას!
მთავარია წინასწარ არ გაფრინდნენ ოცნებებში და ნაბიჯ-ნაბიჯ გულდასმით მიყვნენ თითოეულ შეხვედრას.
ვახ! რაღაც სერიოზული შეიძლება გამოვიდეს! ოჰო ჰოოო
ბს
15:36 17-03-2023
4

სიახლეები პოპულარული