სპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ნეპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ, რთული მატჩები გვქონდა, მრავალი წყალქვეშა დინებებით, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ ფავორიტი ხარ, ეს შენზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამარჯვებამ  სიხარული მოგვანიჭა, რამეთუ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ბედნიერება შემდეგ რაუნდამდე გრძელდება და ეს ქალაქი მეტ სიხარულს იმსახურებს.

ვინ
არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.

ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".

მკითხველის კომენტარები / 29 /
სპალეტის წუწუნი კარგად აქვს დაცდილი
სვანსკი
21:50 18-03-2023
2
სპალეტიც ხვდება ცხადია რო კაი ვარიანტი იყო წილისყრის, მარა აჟიოტაჟი და ასე გარანტირებულია ფინალი განწყობით განწირულია ნაპოლი, ამიტომ რაღაც პონტში ძლიერი გუნდი ერჩივნოს შეიძლება რო უპირატესობა მათ ქონოდათ, და ობიექტურად ყველა გუნდის დამარცხების რესურსი აქვს ნაპოლის, რა განწყობით და მოტივაციით იქნება გუნდი გააჩნია... ასე რომ სპალეტი 100% იანია ამ განცხადებების თქმის დროს...
რა მაფიაა?
18:49 18-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული