"მანჩესტერ სიტი" - "ბაიერნი"
დღევანდელი დღის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში, "ეტიჰად სთედიუმზე" გაიმართება. "მანჩესტერ სიტი" საუცხოო ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში "ქალაქელები" ლიდერ "არსენალს" 6 ქულით ჩამორჩება (1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული), გვარდიოლას გუნდმა ბოლო რვა ოფიციალური შეხვედრიდან რვავეში გაიმარჯვა.
რაც შეეხება "ბაიერნს", "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგაში 1-ელ ადგილს
ინგლისელთაგან ტრავმის გამო შეხვედრას ფილ ფოდენი გამოტოვებს.
გერმანელთაგან კი ტრავმების გამო ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, ლუკას ერნანდესი, მანუელ ნოიერი და პაულ ვანერი იუქმებენ.
სავარაუდო შემადგენლობები
"მანჩესტერ სიტი": ედერსონი, ჯონ სტოუნსი, მანუელ აკანჟი, რუბენ დიაში, ნათან აკე, როდრი ერნანდესი, ილქაი გიუნდოგანი, რიად მაჰრეზი, კევინ დე ბრუინი, ჯეკ გრილიში, ერლინ ჰოლანი.
მიუნხენის "ბაიერნი": იან ზომერი, ბენჟამინ პავარი, დაიო უპამეკანო, მატიას დე ლიხტი, ალფონსო დევისი, ლეონ გორეცკა, იოზუა კიმიხი, ლეროი ზანე, ტომას მიულერი, ჯამალ მუსიალა, სერჟ გნაბრი.
"ბენფიკა" - "ინტერი"
რაც შეეხება დღის მეორე დაპირისპირებას, "ბენფიკა" "ინტერს' უმასპინძლებს. პორტუგალიელები ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში პრინციპულ მეტოქე "პორტუსთან" 1:2 დამარცხდნენ და დღევანდელ მატჩს ცუდი განწყობით ხვდებიან. მიუხედავად ამისა, როჯერ შმიდტის გუნდი გათამაშებას 71 ქულით ლიდერობს და "დრაკონებს" 7 ქულით უსწრებს.
"ნერაძური" მძიმედ გამოიყურება, "ინტერმა" გამარჯვება ბოლოს 5 მარტს "ლეჩეს" (2:0) წინააღმდეგ მოახერხა. შესაძლოა, დღევანდელმა შეხვედრამ სიმონე ინძაგის ბედიც გადაწყვიტოს, იტალიური გამოცემების ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის ძებნას უკვე შეუდგა.
პორტუგალიელთაგან ტრავმების გამო შეხვედრას ალექსანდერ ბა, იულიან დრაქსლერი და ნიკოლას ოტამენდი გამოტოვებენ, საეჭვოა გონსალო გედეშისა და მიჰაილო რისტიჩის თამაშიც.
იტალიელთაგან ტრავმების გამო მოედანზე ჰაკან ჩალჰანოღლუს, დალბერტს, მილან შკრინიარსა და სამირ ჰანდანოვიჩს ვერ ვიხილავთ.
სავარაუდო შემადგენლობები
"ბენფიკა": ოდისეას ვლახოდიმოსი, ჟილბერტო, ანტიონიო სილვა, ლუკას ვერისიმო, ალექს გრიმალდო, ფლორენტინო ლუისი, ჩიკინიო, ჟოაო მარიო, ფრედრიკ ორსნესი, დავიდ ნერეში, გონსალო რამოსი
"ინტერი": ანდრე ონანა, სტეფან დე ვრეი, მატეო დარმიანი, ფრანჩესკო აჩერბი, რობინ გოსენსი, ჰენრიხ მხითარიანი, კრისტიან ასლანი, ნიკოლო ბარელა, დენზელ დუმფრისი, ხოაკინ კორეა, რომელუ ლუკაკუ.
შეგახსენებთ, მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.