დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ვიქტორ ოსიმენი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, ჯაკომო რასპადორი კი - საერთო ჯგუფთან ერთად. ჯოვანი სიმეონეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარჯვენა მუხლქვეშა მყესის პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.
ნეაპოლურმა კლუბმა "მილანთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ოსიმენი და სიმეონე არ არიან.
მეკარეები: გოლინი, იდასიაკი, მერეტი
მცველები: ბერეშენსკი, დი ლორენცო, მარიო რუი, კიმი, ოლივეირა, ესტეგარდი, ჟუან ჟეზუსი, რაჰმანი
ნახევარმცველები: ანგისა, ელმასი, გაეტანო, ლობოტკა, ნდომბელე, ზილენსკი
თავდამსხმელები: კვარაცხელია, ლოსანო, პოლიტანო, რასპადორი
მე რო ვაყენებდე შემადგენლობას ასე დავაყენებდი
მეკარე კატა
დი ლორენცო,კიმი,რაჰმანი,ოლივეირა,ლობოტკა,ანგისა,ელმასი,ზილენსკი,კვარა,ლოსანო
4-2-2-2 რომბი ნახევარდაცვა (ანჩელოტის მილანის დროინდელი)
პროფესორი ვარ,სანიოლის მერე ნაკრებში დამნიშეთ გოჩოლეიშვილს,კვარას,ჩაკვეს,წიტაიშვილს ლობჟანიძეს ბუდუს და ჟორჟს ერთად დავაყენებ სასტარტოში,
2 მცველსაც დავამატებ ზრდილობისთვის
მეტი რად გვინდა როცა ბურთი სულ ჩვენ გვექნება.
სანამ მე დამნიშნავენ კიდე 2-3 ბიჭიც გამოჩნდება და იქნება ყველაფერი შოკოლადში
დიდწილად ყველა კომენტი იქეთ არის მიმართული და ყველას ოცნება ერთია ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების წარმატება და ჩვენი ნაკრების წარმატება.
ასევე სხვა სპორტის სახეობებში ჩვენი დიდი გულშემატკივრობა საქართველოს.