სპალეტი: ეს სეზონის კულმინაციაა - ოსიმენის გარეშეც მოგვიპოვებია გამარჯვებები

AutoSharing Option
"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"ნაპოლის" "სან სიროზე" ოსიმენი და სიმეონე ვერ დაეხმარებიან და სპალეტიმ განაცხადა, რომ რასპადორიმ დღეს სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, 100%-ით მზად არაა, მის მზადყოფნას ხვალ დილით განსაზღვრავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დააყენებენ თავდასხმაში.

მისი თქმით, ოსიმენის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, თუმცა გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს იმ შემადგენლობით, რომელსაც შეარჩევს; მნიშვნელოვანი შეხვედრები ვიქტორის გარეშეც მოუგიათ, მისი თამაში არ გარისკა, რამეთუ საპასუხო შეხვედრაში სასარგებლო იქნება და თავისი შეგირდებისა სჯერა.

"რაც
უნდა იყოს, ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებებია. წარუმატებლობამ შეიძლება ყველაფერი წყალში გადაგვიყაროს. ამ მატჩებს მთელი მსოფლიო უყურებს. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრებია? იმედია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები მექნება, თუმცა ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის კულმინაციური მომენტია. მწვრთნელისთვის კარგი საყურებელია, როგორი ენთუზიაზმით ემზადებიან ეს კარგი ბიჭები.

"მილანმა" სერია A-ში ჩვენთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მომავალ შეხვედრას ამის გათვალისწინებით დავგეგმავთ. 15 დღის წინ საუკეთესოდ არ გავისარჯეთ, მაგრამ მეტოქეზე სუსტები არ ვართ. ამ მატჩმა შეიძლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით", - დასძინა სპალეტიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა თქმა უნდა ნაპოლიმ და ხვიჩამ ყველაფერი უნდა გააკეთონ მოგებისათვის მაგრამ რომც წააგონ იმაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ
ჯიჯი
23:58 11-04-2023
4
საქმე ძალიან რთულად ჩანს მეგობრებო ვინ იფიქრებდა სანაკრებო პაუზამდე თუ იმას ვინატრებდით ამ პაუზის შემდეგ არ "ამოიტენოს" გუნდი მილანში პირველი საჩემპიონთალიგო შეხვედრაშიო. მიზეზები ყველამ ვიცით ოსიმენი დაიმტვრა, ლობოტკა ყველაზე ცუდ ფორმაში მანდამაინც ეხლა აღმოჩნდა რამაც ცენტრს ხერხემალი გამოაცალა და კიმიც აირია რამაც ცენტრის საიმედოობა საფუძვლიანად შეარყია. ნაპოლიმ ხვალ ტაქტიკა უნდა შეცვალოს მეტის მეტი ფუფუნება იქნება მილანისთვის მელოტამ გუნდი ისევ 4-3-3- ით მომართოს, გავრისკავ და ვიტყვი დამღუპველიც. ამიტომ სპალეტიმ "როსონერის" იგივე იარაღი მილანისვე სქემა უნდა დაუპირისპიროს ბურთი მათ დაუთმოს და სარგებელს მეორე ნომრის როლში დაელოდოს თორემ ცენტრში ისევ ეს სამი ფორმიდან ამოვარდნილი მოთამაშე კარგს არაფერს მოასწავებს, გაირღვევა მილანის ოთხ ნახევარმცველთან გუნდი აქ და ლეაო ამ სივრცეებში გაილაღებს დამიჯერეთ. ოსიმენი გამოირიცხა სამწუხაროდ რასპადორიც საეჭვოა, ამიტომ სქემა 4-4-2. ხვიჩა ცხადია ჯობია იდგეს ცრუ 9 იანზე და მილანს უფრო შეწეული ფლანგიდან და ცენტრის მთელ პერიმეტრზე მოძრაობით დაემუქროს. თან ნაკლები იქნება იმის შანსი პიოლის სამკაციანმა "გალიამ" იმ სარეკლამო დაფასთან მიჭაჭვული გამოკეტონ, და ასევე პრაქტიკულად აღარ მოუწევს თავქუდმოგლეჯილი სირბილი დაცვაზე მისახმარებლად. მას კი სხვებზე უფრო სწრაფი და ასეთუ ისე "მომენტის" შემქმნელი ლოზანო უნდა შეუწყვილონ. ცენტრი კი ამ ოთხმა უნდა გაამაგროს და მილანს ყოველგვარი სწრაფი შეტევის პლაცდარმი მოუშალონ. მარცხნიდან, ზელინსკი, ლობოტკა, ნდომბელე, ანგისა. ამ ხაზით კი წარმოუდგენელია მილანმა ისე "გაიჯეჯილოს" ნაპოლის ცენტრში რომ ფლანგებზე ლეაოს სივრცეების "ბეღელი" ისევ მიეცეს როგორც იმ ავადსახსენებელ 4:0-ზე. დაცვას კი ჩვეულად. მარცხნიდან- ოლივერა, კიმ მინჯაე, რაჰმანი, და დილორენცო გააკონტროლებენ. კარში თავისთავად მერეტი. მე ეს სქემა და შემადგენლობა მიმაჩნია ყველა ამ ბოლო პერიოდის პრობლემების გათვალისწინებით ყველაზე ხელსაყრელ და საბრძოლო თერთმეტეულად. და თუ მაინც მელოტმა ჩვეულ 4-3-3-ით გაიყვანა გუნდი სანსიროზე სამწუხაროდ კი არ წავაგებთ ვშიშობ ისევ არ გავნადგურთეთ.
Charley
23:09 11-04-2023
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული