სულ სხვა მატჩის დღე - თავდაჯერებული "მილანი" და "ნაპოლი" კანონზომიერების დამტკიცებისთვის!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო ეტაპამდე მივიდა. ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება მილანისკენაა, სადაც დღეს, 12 აპრილს (23:00 სთ), მეოთხედფინალის პირველ მატჩში, "მილანი" "ნაპოლის" "სან სიროზე" დაუხვდება.

ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა და ეს, მიუხედავად იმისა, დღევანდელ მეტოქესთან ცოტა ხნის წინ საკუთარ მოედანზე რომ (0:4) განადგურდა. ჩავარდნები სტეფანო პიოლის გუნდსაც აქვს, თუმცა ისინი სერია "ა"-ს ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებულები არიან და პერიოდულად დიდი თამაშების ჩატარება შეუძლიათ.

Sportall.Ge

ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩში მილანელთა ნახევარდაცვამ შთამბეჭდავად იასპარეზა და ლუჩანო სპალეტის გუნდი მოედნიდან გააქრო -
სანდრო ტონალისა თუ ისმაელ ბენასერს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოუვიდათ. "მილანს" თავდაჯერება გაზრდილი ექნება, თუმცა შეუძლებელია ყველა მატჩი იმ დონეზე ჩაატარო. ამავდროულად, "ნაპოლი" რევანშზე იფიქრებს და იმის დამტკიცებას ეცდება, 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოს მოპოვება კანონზომიერად რომ ხდება.

ამ გუნდებს შორის უკანასკნელი 32 მატჩიდან ნეაპოლელებმა 13-ში გაიმარჯვეს (8-ის წინააღმდეგ). ბოლო დროს ისე ხდება, რომ სტუმრები უფრო იგებენ, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, სულ სხვა განზომილება და ტიტული, რომელიც მილანელებმა 7-ჯერ მოიპოვეს.

Sportall.Ge

"მილანმა" იტალიურ გუნდებთან ევროპის მასშტაბით 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. 2005 წელს მილანურ დერბიში მათ "ინტერს" აჯობეს. თუკი "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე პირველადაა, მათ დღევანდელ მოწინააღმდეგეს აქ 2011-12 წლების შემდეგ არ უთამაშია, როცა პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

Sportall.Ge

სპალეტის გუნდის დანაკლისი უდიდესია, ვერც ვიქტორ ოსიმენი ითამაშებს და ვერც ჯოვანი სიმეონე. ჯაკომო რასპადორის არასათანადო მომზადება იმას გვაფიქრებინებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ლიგის მიმდინარე სეზონში 2 შედეგიანი დარტყმა აქვს, ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებს. ჩვენებური ყველგან სახიფათოა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, ნახევარდაცვა როგორ დაკომპლექტდება.

თუკი ტაქტიკა არ შეიცვლება, შუა ხაზის სამეულს პიოტრ ზელინსკი უნდა დაუბრუნდეს, მარცხნივ კი ელიფ ელმასი ითამაშებს. თუმცა საყრდენ ზონაში ცოტა ხნის წინ ეს შემადგენლობა ძალიან დაიჩაგრა და ლუჩანოსგან იქნებ სიახლეები ვნახოთ. დიდია ბრაჰიმ დიასისგან წამოსული ხიფათის მოლოდინიც და მარიო რუის ნდობა რამდენად ექნება, რთული სათქმელია. "კვარას" ცენტრფორვარდობის პირობებში, ერთ-ერთი ვარიანტი რუი-ოლივერას ფლანგზე ერთდროულად გამოყენებაც კი შეიძლება იყოს. მარჯვნივ მატეო პოლიტანოს უფრო ველით, ვიდრე ირვინ ლოსანოს. ისე კი, მექსიკელის არც ოსიმენის პოზიციაზე ხილვაა გამორიცხული.

"მილანს" ზლატან ობრაჰიმოვიჩი დააკლდება. შეხვედრას 38 წლის რუმინელი იშტვან კოვაჩი განსჯის, რომელიც ძალიან მკაცრი არბიტრია და გაფრთხილება-გაძევებებს არ ერიდება. მისი ბოლო საერთაშორისო მატჩი 17 მარტს, ევროპა ლიგაზე, "რეალ სოსიედადსა" და "რომას" შორის იყო, სადაც წითელი ბარათი გამოიყენა, სულ კი ბოლო 5 მატჩიდან სამში ფეხბურთელს მოედანი ვადაზე ადრე დაატოვებინა.

შეგახსენებთ დღეს გასამართ კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილს - მადრიდის "რეალი" "ჩელსის" უმასპინძლებს.

altსპალეტი: ეს სეზონის კულმინაციაა - ოსიმენის გარეშეც მოგვიპოვებია გამარჯვებები

altტრადიციული "მილანი" თუ "ნაპოლი" - იტალიას დიდების დაბრუნების იმედი აქვს!..

მკითხველის კომენტარები / 17 /
დღევანდელი მდგომარეიბით,მილანი შესანიშნავ ფორმაშია,ნაპოლის კი ტრავმების და ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელების სიმრავლის გამო,შედარებით ჩავარდნა აქვს.ნაპოლის შანსი,უაღრესად გუნდურ თამაშსა და იმ ფეხბურთელების მაქსიმალურად გამოყენებაშია,რომლებსაც თამაში წაუვათ.ერთი თამაშისათვის მაქსიმალურად მობილიზება,ნაპოლის ფეხბურთელებს,ნამდვილად შეუძლიათ,ხოლო როცა სრული ძალით და მობილიზებით თამაშობდნენ,კი ვნახეთ რომ ნებისმიერი მეტოქის წამოქცევა,მათთვის პრობლემა არ იყო.
სოსო
18:13 12-04-2023
1
ფრე მაინც უნდა წამოვიღოთ
თენგო
18:00 12-04-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული