"რეალმა" "ჩელსის" მოუგო და ცალი ფეხით ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „რეალმა“ სახლში „ჩელსის“ 2:0 სძლია.

"სამეფო გუნდი" დიდ უპირატესობას ფლობდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 142 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (21), 2:0 ასენსიო (74)
გაძევება: ჩილეული (59)

. ანჩელოტიმ ტურნირზე "რეალთან" ერთად 35 გამარჯვება მოიპოვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
. ასენსიო ჩემპიონთა ლიგაზე იმ ფეხბურთელებს შორის 9 გოლით რეკორდსმენია, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.
. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 31-ე საშინაო მატჩში
გაიტანა - ბოლოს 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა.
. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს, მესის და ლევანდოვსკის ჩამორჩება.
. "ჩელსიმ" 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წელს მანჩესტერ სიტი ძალიან ბევრი პარამეტრებით ყველა გუნდზე მაღლა დგას და ეს გუშინ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთანაც დადასტურდა! მე პირადად 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიოლა ტუხელის (და ასევე ნაგელმანსის)ბაიერნს ყველა ასპექტში მოუგებდა, ისე რომ არა ზომერის თავგანწირული თამაში ყველაფერი მანჩესტერშივე დამთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით კვარას და მისი ნაპოლის გამარჯვება მინდა, სამწუხაროდ წელს სიტი ლიგის მოგების უპირობო ფავორიტია, მითუმეტეს ახლა როცა ჰალანდი დაიმატეს, მათი დამარცხება ყველას ძალიან გაუჭირდება. დიახ, კარლო ანჩელოტი და მისი რეალი ძალიან სერიოზული და გამოცდილი გუნდია, მაგრამ მათ წელს სიტისთან არავითარი შანსი არ ააქვთ...
MARADONA
13 აპრილი 2023 03:46
16
10 წელი არა კიდე 2017 წელს დაიწყო ში 10 წლის წინ ფეიენოორდათან აგებდა და ლიგის ჯგუფში რჩებოდა. სიტიკორონა პანდემიის დროს დადგა სიტი პირველად ლიგის ფავორიტად 2020 წელს და მაშინაც ლიონთან წააგო1-3
Mima
13 აპრილი 2023 11:49
2
ბოლო 10 წელია სიტი ლიგის მოგების ნომერ პირველი ფავორიტია. ყოველ წელს ელოდებიან რომ დაბდღვნიან ყველას და როგორც ამთავრებენ მერე ბოლოს კი ვიცით. სწორედ ეგრე მოხდება წელსაც!
მურთო
13 აპრილი 2023 10:39
2
ყველა გამოხმაურება
ასეთი ავტობუსი ატლეტიკოსგანაც კი არ მქონდა ნანახი. ეს ლამპარდი ყოფილა ტაქტიკოსი
მურთო
13 აპრილი 2023 03:01
2
ცალით კი არა ორივე ფეხით იქ არის, შარშანდელი სეზონის გამეორებაა, ოღონდ იმ გამსხვავებით რომ, შარშან ლივერპული დესერტად შემოვიტოვეთ, წელს კი აპეტაიზერივით დავიწყეთ ლივერპულით, ჩელსი როგორც შარშან ისევე წელს მეოთხედფინალში, ნახევარფინალიდან სიტი წავა ალბათ ემირატებში აქლემების დოღზე,ფინალში კიდევ რომელიღაც სპაგეტის გეახლებით
მამუკა
13 აპრილი 2023 02:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული