"რეალმა" "ჩელსის" მოუგო და ცალი ფეხით ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „რეალმა“ სახლში „ჩელსის“ 2:0 სძლია.

"სამეფო გუნდი" დიდ უპირატესობას ფლობდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ჩატარდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 63 142 მაყურებელი
რეალი - ჩელსი 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (21), 2:0 ასენსიო (74)
გაძევება: ჩილეული (59)

. ანჩელოტიმ ტურნირზე "რეალთან" ერთად 35 გამარჯვება მოიპოვა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
. ასენსიო ჩემპიონთა ლიგაზე იმ ფეხბურთელებს შორის 9 გოლით რეკორდსმენია, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.
. "რეალმა" ტურნირზე ზედიზედ 31-ე საშინაო მატჩში
გაიტანა - ბოლოს 2011 წელს "ბარსელონას" ვერ გაუტანა.
. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს, მესის და ლევანდოვსკის ჩამორჩება.
. "ჩელსიმ" 1993 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ზედიზედ ოთხ მატჩში გოლის გატანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ცალით კი არა ორივე ფეხით იქ არის, შარშანდელი სეზონის გამეორებაა, ოღონდ იმ გამსხვავებით რომ, შარშან ლივერპული დესერტად შემოვიტოვეთ, წელს კი აპეტაიზერივით დავიწყეთ ლივერპულით, ჩელსი როგორც შარშან ისევე წელს მეოთხედფინალში, ნახევარფინალიდან სიტი წავა ალბათ ემირატებში აქლემების დოღზე,ფინალში კიდევ რომელიღაც სპაგეტის გეახლებით
მამუკა
02:22 13-04-2023
4
ასეთი ავტობუსი ატლეტიკოსგანაც კი არ მქონდა ნანახი. ეს ლამპარდი ყოფილა ტაქტიკოსი
მურთო
03:01 13-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული