ის, რაც სპორტს სცდება - რა ხდებოდა ღამით სასტუმროსთან, სადაც "მილანია" განთავსებული... "ნაპოლის" ფანებმა ტეოს პატარა შვილს სიკვდილი უსურვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და დაძაბულობაც იმატებს, მაგრამ გუშინ ისეთი ფაქტი მოხდა, რაც სპორტს სცდება.

"როსონერის" შემტევმა ტეო ერნანდესმა სოციალურ ქსელში თავის პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც "პარტენოპეის" ფანების საშინელი საქციელი მოჰყვა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა კომენტარებში ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება; ზოგმა კი დაწერა, რომ იმედია, ტეო ისე დაასრულებს, როგორც ეს ჯანლუკა ვიალის შემთხვევაში მოხ
და, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ერნანდესს მხარდამჭერები მრავლად გამოუჩნდნენ და ყველამ "ნაპოლის" გულშემატკივრების საქციელი დაგმო.

"სამწუხაროდ, სოციალური ქსელები არის ინსტრუმენტი, სადაც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია თქვას, რაც უნდა. ნუ გეშინია, ძმაო. ღმერთი ყოველთვის შენთანაა, შენს ოჯახთან", - წერს აღნიშნულ ამბავზე ტეოს თანაგუნდელი რაფაელ ლეაო.

ზემოთ აღნიშნული ამბის გარდა, "პარტენოპეის" ფანები გუშინ კიდევ ერთი ცუდი საქციელით გამოირჩნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იმ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც "როსონერია" განთავსებული. ისინი ცდილობდნენ, "მილანისთვის" მყუდროება დაერღვიათ და ფეხბურთელებისთვის ძილის საშუალება არ მიეცათ.

ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის, ტეო ერნანდესისა და პაოლო მალდინის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი რაღაცეები პირიქით მთავრდება ხოლმე და ვშიშობ დღესაც იგივე არ მოხდეს
მამუკა
22:45 18-04-2023
0
Ვაი თქვენს პატრონს ვისაც ააშ-ს უმღარით.
Ძუკუ
21:26 18-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული