სკანდალი: ნეაპოლელები უეფას მაღალჩინოსანს "მილანის" დახმარებაში ადანაშაულებენ - ბობანს daily milan-ი გამოექომაგა

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩში მსაჯებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, "მილანის" სასარგებლოდ შეცდომები დაუშვეს, რამაც შედეგებზე გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, ამას ნეაპოლური კლუბი ოფიციალურად ვერ გააპროტესტებს, თუმცა გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "როსონერის" მისი გუნდის ყოფილი ნახევარმცველი (1991-2001), შემდეგ კი ამავე კლუბის მენეჯერი (2019-2020), ხორვატი ზვონიმირ ბობანი დაეხმარა. ის 2016-2019 წლებში ფიფას გენერალური მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2021 წლის აპრილიდან უეფას დირექტორია.

ბობანს daily milan-ი გამოექომაგა და ბრალდებას სულელური უწოდა:

"დაეხმარა თუ არა ბობანი "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე? ნეაპოლელთა ახალი
(აბსურდული) ჰიპოთეზა.

"მილანმა" "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგიდან ბობანის დახმარებით გამოაგდო - ნეაპოლელთა ახალი აბსურდული თეორია...

ნეაპოლელთა უცნაური და სულელური თეორია ამჟამად ინტერნეტში ვრცელდება. მათი აზრით, "აძური" "მილანმა" ბობანის დახმარებით გამოაგდო.

"როსონერის" ყოფილი ფეხბურთელი 2021 წლიდან უეფას ახალი საფეხბურთო ხელმძღვანელია. აქედან მომდინარეობს შეთქმულების თეორია: ის დაეხმარა პიოლის გუნდს "ნაპოლის" წინააღმდეგ...

იმის იგნორირება თუ ვერშემჩნევაა, რომ თერთმეტმეტრიანი ნეაპოლელებსაც დაუნიშნეს, რომელიც კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა".

მკითხველის კომენტარები / 17 /
არავინ არავის არაფერს არ აბრალებს, ფაქტია, რომ ორივე შეხვედრაში მსაჯები შეცდნენ, ლეაოს ყვითელი ეკუთვნოდა ალმის გატეხვის გამო? ეკუთვნოდა, პენალტი არ დადეს? იყო პენალტი. კვარაზე ჯარიმა იყო, სანამ ანგისას გააწითლებდნენ? იყო ჯარიმა. მეორე მატჩში 0:0-ზე პენალტის ეპიზოდი გადაამოწმა მსაჯმა? არ გადაამოწმა. ერთჯერ მაინც ორ თამაშში მსაჯები შეცდნენ ნაპოლის სასრგებლოდ? არა. მეტი რა უნდა მომხდარიყო, თანაბარი ძალის გუნდების შეხვედრისას ასეთ ეპიზოდები როგორც წესი გადამწყვეტია ხოლმე. ....და ბოლოს: მადონინას შემთხვევაში შემოსავალი ბევრად მეტი იქნებოდა და მოხდა კიდევაც ასე. იტალიელებს მოსყიდვას ვერ გადააჩვევ, სისხლში აქვთ.
3
ვარზე უნდა ენახა მსაჯს წითელი რომ აჩვენა კიმს და მოთამაშეები ანიშნებდნენ მანა ჯარიმა იყოვო. ასეთ მნიშვნელოვან მატჩში წითელიც უნდა გადახედულიყო ვარზე. დანიშნული პენატიც არ იყო ნაპოლის კარში და არც შეამოწმა ვარზე არც ვარის ოთახიდან ანიშნეს. მილინის კარში კიდევ ერთი პენალტი არ დადო ჩემი აზრით. ეს ყველაფერი ეჭვებს იწვევს ორივე თამაშის მსაჯზე. პირველ თამაში შეცდომები მსაჯის დისკვალიფიკაცია მოყვა და მეორეშიც მსაჯძე შემთხვევით ამდენი კითხვები გაჩდა?
G.LA
10:16 21-04-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული