უეინ რუნი: "მანჩესტერ სიტი" "რეალს" გაანადგურებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალის" ბარიერს ადვილად გადალახავს.

"მანჩესტერელები მეტოქეს არა მხოლოდ დაამარცხებენ, არამედ გაანადგურებენ. შეიძლება შევცდე, მაგრამ "სიტი" იმდენად კარგია, რომ სხვა დონეზე იმყოფება.

მე სეზონის დასაწყისიდანვე ვგრძნობ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ბოლოს და ბოლოს დაიპყრობს ევროპას. ბოლო თვეებში ისინი წარმოუდგენელ ფეხბურთს აჩვენებენ.

ერლინ ჰოლანის სახით "სიტიმ" მიიღო ფეხბურთელი, რომლის კონტრშეტევისას შეჩერება შეუძლებელია", - წერს რუნი "ტაიმსის" სვეტში.

"რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩები 9 და 17 მაისს გაიმართება.

გასულ წელს
"რეალმა" "სიტი" ნახევარფინალიდან" გამოაგდო. გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
შარშანაც ეგრე ფიქრობდა ბევრი, ჯერ პსჟ გაანადგურებდა რეალს, მერე სიტი, ბოლოს ლივერპული, საბოლოო ჯამში კი ვხედავთ თასი სად არის,იგივე მოხდება წელსაც. ერთი მედოღე ხო წავიდა არაბეთში აქლემების დოღზე, ეხლა მეორეც მიჰყვება
მამუკა
20:22 07-05-2023
10
არავის არ მოჭამონ!
მურთო
19:24 07-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული