ანჩელოტი: "მანჩესტერ სიტისთან" მომენტები გვექნება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ "რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა:

"ჰოლანი ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. საქმე მარტო გოლებში არაა, მისგან მუდამ ხიფათს უნდა ელოდო.

"სიტი" ძალიან მიზანმიმართული გუნდია, რომელსაც თავდაცვაც შეუძლია და შეტევაც. მკვეთრი წარმოდგენა აქვს, როგორი ფეხბურთის თამაში სურს. ასე რომ, საკითხი არა მარტო იმაში მდგომარეობს, როგორ შევაჩეროთ ჰოლანი, არამედ იმაში, როგორ შევაჩეროთ გუნდი, რომელიც დრო და დრო შეუჩერებელი მოჩანს. თუმცა, მომენტები გვექნება, ეს თანაბარი დაპირისპირება იქნება.

გასულ წელს "სიტი" ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ამ გუნდში ჰოლანი
რაღაც ახალია. მას თუ საჭიროა, შეუძლია ძალიან სწორხაზოვნად ითამაშოს. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება და გვინდა მანჩესტერში კარგი შედეგით გავემგზავროთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალში უნდა შეხვედროდნენ ეს გუნდები ერთმანეთს
მამუკა
08:00 09-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული